კურო
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. რამდენიმე დღეში უამრავი საქმე გაგიხდებათ მოსაგვარებელი. ამიტომ, თადარიგი დაიჭირეთ. საღამოს კარგია საოჯახო წვეულების მოწყობა.
ტყუპი
მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით პრეტენზიული. მოერიდეთ კონფლიქტებს. დრო და ენერგია ძირითადად საქმეს მოახმარეთ. უაზრობებზე დროს ნუ დაკარგავთ. აკონტროლეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები.
კირჩხიბი
დაძაბულობა მოიმატებს. კონკურენტებმა შეიძლება გეგმები ჩაგიშალონ. მაგრამ არ აჰყვეთ მათ თამაშში. არ აჩქარდეთ, თქვენი საქმე ყურადღებით აკეთეთ. მოერიდეთ აგრესიისა და პრეტენზიის გამოვლენას. უარყოფითი ემოციებისგან ფიზიკური სამუშაო, ან ვარჯიში გიხსნით.
ლომი
ახალმა გატაცებამ შეიძლება ცხოვრება თავდაყირა დაგიყენოთ. საქმეების გამო კოლექტივში მოიმატებს დაძაბულობა. გარშემო მყოფების მიმართ მეტად მომთმენი უნდა იყოთ. ზედმეტი მოთხოვნებით კიდევ უფრო ნუ დაძაბავთ მდგომარეობას.
ქალწული
ეცადეთ, მუშაობისას ყურადღება არ მოადუნოთ. არ ჩაერიოთ კონფლიქტებში. კარგი დღეა პირად ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად.
სასწორი
ნუ იქნებით კრიტიკული, კონფლიქტური და ზედმეტად მომთხოვნი. მშვიდად შეიტანეთ კორექტივები თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში. შეიძლება, მოულოდნელად შეგეცვალოთ გეგმები.
მორიელი
ისეთი საქმე აკეთეთ, რაც სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ. კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ ნუ იქნებით აგრესიული. ეცადეთ, პოზიციები გაიმყაროთ, რადგან კონკურენცია მოიმატებს. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.
მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. ნუ გაამწვავებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. არ წამოეგოთ პროვოკაციას და უპასუხოდ დატოვეთ შენიშვნები. უმჯობესია, მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმეები.
თხის რქა
კარგი დღეა შეხვედრებისა და მსუბუქი საქმეების შესასრულებლად. ახლობელებთან ურთიერთობისთვის. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან სწორი არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
მერწყული
შეხვედრები, სატელეფონო ზარები, ახალი ამბები – ის, რაც დღესაა მნიშვნელოვანი. მეტად ემოციური და დინამიკური დღე გელით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ, თუ მის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი არ იქნებით.
თევზები
ახლობლების გამო შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ. არავის მოახვიოთ თავზე საკუთარი აზრი. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან და საბუთების გაფორმებისას. მოერიდეთ გულახდილ საუბრებს, რათა მომავალში თავადვე არ დაზიანდეთ.