17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან, ალკოჰოლის მიღებას. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლებისა და შვილების მიმართ.

ტყუპი

გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ კამათს კოლეგებთან და უფროსთან. მეტად დააკვირდით თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, მათგან ბევრ საინტერესოს ისწავლით.

კირჩხიბი

მეტი დაკვირვება გმართებთ საქმიანი მოლაპარაკებების, ურთიერთობის გარკვევისა და ხელშეკრულების გაფორმების დროს. აგრეთვე, ყურადღება გმართებთ საკუთარი და ნათესავების ჯანმრთელობას მიმართ.

ლომი

უმნიშვნელო კამათმა კოლეგესთან ან უფროსთან შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ფულის ფლანგვას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. არ გაცივდეთ.

ქალწული

ეს დღე სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ. განახორციელებთ ყველა ჩაფიქრებულ საქმეს და საყვარელ ადამიანთანაც გაიუმჯობესებთ ურთიერთობას. კარგი დღეა ახალი ნივთების შესაძენად.

სასწორი

თუ თქვენს თავში დარწმუნებული ხართ, დაიცავით საკუთარი პოზიცია. ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

მორიელი

მშვიდად განიხილეთ არსებული უსიამოვნებები კოლეგებთან და საყვარელ ადამიანთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილების ჯანმრთელობას, მათ განათლებას.

მშვილდოსანი

დღეს როგორ განწყობაზეც იქნებით, ისე წარიმართება თქვენი საქმეებიც. თუ ცუდზე, ვერც საქმეებს დაასრულებთ და საყვარელ ადამიანთანაც დაგეძაბებათ ურთიერთობა. ამიტომ, პოზიტიურად განეწყვეთ.

თხის რქა

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, ბინის მოსაწყობად. მოგიწესრიგდებათ პირადი ცხოვრებაც. აგრეთვე კარგი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობის დასაწყებად.

მერწყული

კარგი დღეა ცოდნის გარშემო მყოფებისთვის გასაზიარებლად, ახლობლების დასახმარებლად, მოგზაურობის დასაწყებად. აგრეთვე, დააწყვეთ სამომავლო გეგმები, რომლებსაც თვის ბოლოს განახორციელებთ.

თევზები

თუ მოინდომებთ, დღეს ყველა დაწყებულ საქმეს დაასრულებთ, ყველა არსებულ პრობლემას მოაგვარებთ. ცოტა რისკიც კი დასაშვებია. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლადაც.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით