17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოსაწყენად ვერ მოიცლით, მხიარულება და გართობა დილიდან გელით. აიყოლიეთ ოჯახის წევრები, მეგობრები. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.

ტყუპი

სურვილების ასრულების დღეა. გამონახეთ დრო და შეიცვალეთ იმიჯი, ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით, მოთმინებით აღიჭურვეთ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. საღამოს ახლობლებს უმასპინძლეთ.

ლომი

დღევანდელი დღე მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას დაუთმეთ. საყვარელ ადამიანს მოუმზადეთ რომანტიკული ვახშამი. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის შეხვედრა.

ქალწული

მოვლენებით დატვირთული, სასიამოვნო დღე გელით. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. საღამოს კარგია შოპინგი, ბავშვებისთვის საახალწლო სათამაშოების შეძენა.

სასწორი

საქმეებით დატვირთული დღე გელით. არ გასცეთ დაპირებები. საღამოს ოჯახურ ვახშამს ნუ გამოაკლდებით. ძილის წინ რამე სასიამოვნო ლიტერატურა წაიკითხეთ.

მორიელი

დილიდან შეუდექით საქმეებს. სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით, არ დაკარგოთ არც ერთი წუთი. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად; ვარცხნილობის შესაცვლელად.

მშვილდოსანი

საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანს გიმზადებთ, ფორტუნა - საჩუქრებსა და სიურპრიზებს. ზოგიერთს ვალს დაუბრუნებენ, დანაპირებს შეუსრულებენ.

თხის რქა

დილა საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. საღამოს შინ მეგობრები მიიპატიჟეთ. თუმცა, შეგიძლიათ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ და სუფთა ჰაერზე დაისვენოთ.

მერწყული

მშვიდი, კარგი დღე გელით. დილიდან ჩამოწერეთ ღონისძიების გეგმა და ეცადეთ, საღამოსთვის ყველაფერი მზად გქონდეთ. მეგობრები თქვენთან შეხვედრას ელიან.

თევზები

კარგი დღე გელით. თუ გსურთ, ყველაფერი გამოგივიდეთ, დილიდანვე შეუდექით საქმეების მოგვარებას. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაანებივრეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით