პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:53-ზე, მთვარე ქალწულშია
საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ვარჯიში. ორგანიზმის გაწმენდა.
ვერძი
არ უნდა უპასუხოთ გარშემო მყოფთა აგრესიას, უმჯობესია, გაეცალოთ აგრესორს და თქვენი საქმეები შეასრულოთ.
კურო
მჭევრმეტყველება საშუალებას მოგცემთ დაარწმუნოთ თქვენი მოწინააღმდეგეებიც კი თქვენს სიმართლეში, მთავარია საკუთარი შესაძლებლობები სხვების საზიანოდ არ გამოიყენოთ.
ტყუპი
დღე, როდესაც სხვისმა რჩევებმა, რაც არ უნდა სწორი და გონივრული იყოს, არ შეგაცვლევინოთ თქვენი ქმედება. სხვისი აზრის გათვალისწინება შესაძლებელია, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად მოგიწევთ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა შეცდომებზე მუშაობისთვის, როდესაც შეგიძლიათ „გადააბრუნოთ“ ბოლოდროინდელი მოვლენები თქვენს მეხსიერებაში, ფილმის მსგავსად და დაადგინოთ, რომელ კონკრეტულ მომენტში მოხდა რაღაც არასწორი.
ლომი
მაშინაც კი, თუ ყოველმხრივ ამაღლებულ მიზანს მისდევთ, არ უნდა გამოიყენოთ უღირსი საშუალებები: იმის გაცნობიერება, რომ წარმატებას პატიოსნად მიაღწიეთ, სიამოვნებას მოგგვრით.
ქალწული
არ არის მიზანშეწონილი, აჰყვეთ გარშემო მყოფების - შესაძლოა, ახლობლებს დანებდეთ და გააკეთოთ ისეთი რამე, რაც არ გინდოდათ და მოგვიანებით ინანოთ.
სასწორი
არაფერი არ უნდა გააკეთოთ ისე, რომ წინასწარ არ გათვალოთ თქვენი ქმედებების ყველა შესაძლო შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ინანოთ საკუთარი დაუფიქრებლობა.
მორიელი
დღე იდეალურია ქველმოქმედებისთვის: დღეს სხვა ადამიანებისთვის გაკეთებული სიკეთე ძალიან სწრაფად - და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით - დაგიბრუნდებათ უკან.
მშვილდოსანი
დილიდან შეძლებთ პოზიტიური განწყობის შექმნას და საშინაო დავალებასაც და სამსახურის საქმეებსაც იდეალურად გაართმევთ თავს. მიხვდებით, რომ თქვენ გარშემო არსებული სამყაროს გაუმჯობესება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
თხის რქა
საყვარელ ადამიანებთან სახლში გატარებულმა დრომ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი და შედეგად, ურთიერთობების გაცივება და დაპირისპირებაც კი, ამიტომ ჯობია დღეს ერთმანეთისგან შორს იყოთ.
მერწყული
დღეს მკაცრად გირჩევთ, პირდაპირ არ უთხრათ გარშემო მყოფებს ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობთ: ასეთმა გულახდილობამ შეიძლება სერიოზულად შეურაცხყოს ისინი და, შედეგად, თქვენს შორის ჩხუბი გამოიწვიოს.
თევზები
დღეს აუცილებელია უარი თქვან ნებისმიერ არჩევანზე, თუნდაც ეს ეხებოდეს სუპერმარკეტში შეძენილ პროდუქტებს: ის აუცილებლად არასწორი აღმოჩნდება, რაც, რა თქმა უნდა, საბედისწერო არ იქნება, მაგრამ უსიამოვნო ემოციებს მოიტანს.