17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

შეიძლება შეიცვალოთ პროფესია, ჰობი. წარმატება გელით ახალ წამოწყებებში. მანდილოსნები მოერიდეთ გამომწვევი სამოსის ჩაცმას და მკვეთრ მაკიაჟს.

ტყუპი

დღეს უნდა იყოთ ლიდერი და აიყოლიოთ გარშემო მყოფები. თუმცა, გაფრთხილდით, ზოგიერთი იდეის განხორციელებამ არ დაგაზარალოთ. კარგი დღეა პატარა, მაგრამ ეფექტური აქციის მოსაწყობად.

კირჩხიბი

მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ და დაკვირვებულად იმოქმედოთ, როცა საქმე ფინანსებს, საოჯახო და სასიყვარულო საკითხებს ეხება. გაფრთხილდით, არ შეილახოთ რეპუტაცია.

ლომი

განაახლეთ ურთიერთობა ძველ პარტნიორებთან, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. სწრაფად მოახდინეთ ადაპტირება უცხო გარემოში.

ქალწული

მოერიდეთ ექსპერიმენტებს. ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი. დღეს მოინდომებთ თქვენი ცხოვრების ზოგიერთი სფეროს კარდინალურ შეცვლას.

სასწორი

გემოვნებისა და მიდრეკილებების გამო გარშემო მყოფებთან მაქსიმალურად მოერიდეთ შეკამათებას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან.

მორიელი

მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ ფიქრობთ. დღეს ახლობლების კეთილდღეობაზე, მათ დახმარებაზე უნდა იზრუნოთ. კარგი დღეა ლექციებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად.

მშვილდოსანი

მეტი დრო დაუთმეთ იდეების განხორციელებას. მარტივად შეხედეთ ცხოვრებას და ნუ ჩაიციკლებით მატერიალურ საკითხებზე. ფულით დაგეხმარებიან მეგობრები.

თხის რქა

შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე; მოვლენები ობიექტურად შეაფასეთ. მანდილოსნები მოერიდეთ სამოსისა და გარეგნობის შეცვლას. მამაკაცები - ურთიერთობის გარკვევას საყვარელ ადამიანთან.

მერწყული

კარგი დღეა მგზავრობის, სპორტული და სამეცნიერო საქმიანობისთვის. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს; გამონახეთ დრო მეზობლებთან ურთიერთობისთვის.

თევზები

მშვიდად იმოქმედეთ და ნურავის შეედრებით. ნუ ჩაერთვებით ისეთ საქმებში, რომლების გამოც მომავალში უნდა იდარდოთ. კარგი დღეა სპორტული, სამედიცინო და სამეცნიერო მოწყობილობების შესაძენად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით