ოთხშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:06-ზე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 05:23-ზე
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია ინტიმური ურთიერთობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
ვერძი
ადამიანებთან ეცადეთ სასიამოვნო თემებზე ისაუბროთ, უფრო ხშირად უთხარით მათ კეთილი სიტყვები. გაღიზიანებას შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ: ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა. ემოციური სტრესის მოხსნა შესაძლებელია საღამოს ვარჯიშით ან სეირნობით.
კურო
იმპულსური ქმედებები შეცდომებს და ჩხუბს გამოიწვევს. დღეს გჭირდებათ სიტყვების კონტროლი და ნელა მოქმედება. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც საჭიროებს კონცენტრაციას. დღევანდელი კომუნიკაცია სასარგებლო იქნება; მოყევით თქვენი იდეების ან გეგმების შესახებ.
ტყუპი
თანამოაზრე ადამიანების გუნდში მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე ინდივიდუალური აქტივობა. განიხილეთ ახალი პროექტები, შესთავაზეთ თქვენი იდეები: ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენი ეფექტურობის გაზრდას და უკეთესი შედეგების მიღწევას. ნუ გაჯიუტდებით, მოერგეთ ოპონენტებს.
კირჩხიბი
შესაძლოა თქვენი კონკურენტები ან არაკეთილსინდისიერები გააქტიურდნენ და შეგიქმნათ სირთულეები თქვენს საქმიანობაში. იყავით გადამწყვეტი და არ გადაუხვიოთ თავდაპირველ გეგმებს. არაფერი შეიძინოთ. განსაკუთრებით ძირად ღირებული. რადგან იმედგაცრუებული დარჩებით. დღეს კარგი დღეა შერიგების ან ახსნა-განმარტებისთვის.
ლომი
იყავით რეალისტები თქვენი შესაძლებლობების მიმართ და გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ წარმატებით დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ იმუშაოთ კომფორტული ტემპით და არ გადაიტვირთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ჯანმრთელობა შეიძლება გაუარესდეს. ახლობელ ადამიანს სჭირდება თქვენი დახმარება.
ქალწული
ნუ ეჭვიანობთ, თუ ვინმე თქვენზე უკეთ აკეთებს რამეს. მალე მიაღწევთ იმას, რაზეც ოცნებობთ. მოუსმინეთ საუბრებს: ვიღაცამ შეიძლება შესანიშნავი იდეა მოგაწოდოთ. მარტოხელებისთვის კარგი შანსია რომანტიკული ნაცნობობისა და ახალი ურთიერთობის დასაწყებად.
სასწორი
ნუ დახარჯავთ ენერგიას უსაფუძვლო საქმეებზე, გაანალიზეთ თქვენი პირადი თუ ოჯახის ბიუჯეტი, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ იპოვოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. დღეს მიიღებთ ახალ სასარგებლო გამოცდილებას, რომელიც მალე გამოგადგებათ.
მორიელი
რთული დღეა ემოციურად. გააღიზიანებთ კოლეგები, მათი განცხადებები თუ კრიტიკა. კარგი იდეა იქნება დღის განმარტოებით გატარება, თუ შესაძლებელია, სახლიდან მუშაობა. არ უნდა მიმართოთ ახლობლებს დახმარებისთვის: მათი მუშაობის შედეგი არ გაკმაყოფილებთ.
მშვილდოსანი
მთელი დღის განმავლობაში ცუდ ხასიათზე იქნებით. განწყობის ოდნავ გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ იუმორის გრძნობა და მოძებნეთ ოპტიმისტი ადამიანები. ეცადეთ უფრო მშვიდად მიიღოთ ის, რაც ხდება, იზრუნეთ ნერვებზე.
თხის რქა
გამოიჩინეთ გამბედაობა და გამძლეობა ბიზნესში, არ მისცეთ უფლება კონკურენტებს რომ დაგჯაბნონ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას შეარჩიეთ სასიამოვნო ან ნეიტრალური თემები, ნუ გადაიტანთ თქვენს პრობლემებს მათზე, რათა არ გააბრაზოთ. საღამოს იფიქრეთ თქვენს შეცდომებზე ან წარმატებებზე.
მერწყული
მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც გაღიზიანებენ, რათა არ გააფუჭოთ თქვენი ურთიერთობა. თქვენი იდეები თუ ნიჭი დღეს მოთხოვნადი იქნება, ნუ მოგერიდებათ მათზე სხვებთან საუბარი, გაუზიარეთ თქვენი გეგმები. 17 ივლისს საინტერესო თანამშრომლობის შეთავაზების მიღების შანსი გაქვთ.
თევზები
გადაჭარბებული ემოციურობა ხელს შეგიშლით რაციონალური და გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დღისთვის გადადოთ. მოგზაურობები წარმატებული და საინტერესო იქნება, ნუ იტყვით უარს მიწვევაზე. შესაძლოა, საბედისწერო გაცნობა, რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.