17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს შეხვედრის ორგანიზებით იქნებით დაკავებული. ყურადღებით იყავით, არ გამოგრჩეთ ზარები; მნიშვნელოვანი სტუმრების დაპატიჟება. ეცადეთ, გაამართლოთ იმ ადამიანების იმედი, ვინც წვეულების ორგანიზება ჩაგაბარათ.

ტყუპი

ნურავის იმედი ნუ გექნებათ. დღეს გარშემო მყოფებმა დახმარებაზე შეიძლება უარი გითხრან. ამიტომ, თავი არ დაიმციროთ და ყველაფერი თავად გააკეთეთ.

კირჩხიბი

მთელი დღე რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. სასიყვარულო თავგადასავლებისა და ინტრიგების განწყობაზე დადგებით. თუ თავად გადადგამთ პირველ ნაბიჯს საკუთარი ოცნებების ასასრულებლად, არ წააგებთ.

ლომი

პრობლემებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ. ამიტომ, რჩევისა და დახმარებისთვის მეგობრებს უნდა მიმართოთ.

ქალწული

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად, ვალებისა და კრედიტების დასაფარავად. აგრეთვე, ახალი ინფორმაციის მისაღებად და სათანადო დასკვნებისთვის.

სასწორი

რთული, დატვირთული დღე გელით: შეიძლება საზღვარგარეთ მცხოვრებ ნათესავებს ან უცხოელ კოლეგებს დასჭირდეთ თქვენი დახმარება. სახლშიც და სამსახურშიც უამრავი საქმე გექნებათ გასაკეთებელი.

მორიელი

დღეს გარშემო მყოფების საქმეებიც თქვენი გასაკეთებელი გახდება და მათ საქმეებზე პასუხისმგებლობის აღებაც თქვენ მოგიწევთ. სამაგიეროდ, წარმატება და გამარჯვება გელით.

მშვილდოსანი

გაფრთხილდით, გარშემო მყოფებმა კამათში არ ჩაგითრიონ. ნუ იქნებით მათ მიმართ ზედმეტად მომთხოვნი და კრიტიკული.

თხის რქა

ახალი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ან გარშემო მყოფებიდან ერთ-ერთი გადამეტებულ ინტერესს გამოიწვევს თქვენი პერსონის მიმართ.

მერწყული

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ნუ დაგეზარებათ და ყურადღებით გადახედეთ ფასიან დოკუმენტებს. მათ სისწორეზე თქვენი მომავალია დამოკიდებული.

თევზები

უფროსთან დაიცავით საკუთრი პოზიცია და უფლებები. აგრეთვე, თქვენი დახმარებით შეიძლება თქვენმა კოლეგამ ახალი თანამდებობა მიიღოს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით