17 ივლისს დაბადებულმა ადამიანმა უმჯობესია, ლოიალურობა ისწავლოს

17 ივლისს დაბადებულმა ადამიანმა უმჯობესია, ლოიალურობა ისწავლოს

ივლისის თვე, დანარჩენი თერთმეტი თვისგან საკუთარი კლიმატური მახასიათებლებით გამოირჩევა, იგი ყველაზე თბილი თვეა წელიწადში. ამასთან ერთად, ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 1717 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.

  • როგორია 17 ივლისს დაბადებული ადამიანი

17 ივლისს დაბადებული ადამიანები საკუთარი თავის უსაზღვრო რწმენით და მიზანსწრაფულობით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ კარგი კარიერა გაიკეთონ საკმაოდ ადრეულ ასაკში, თუკი პროფესიას სწორად შეარჩევენ. თუმცა ამ ხალხისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობა, ხშირად შეიძლება გარშემო მყოფებს ქედმაღლობაში აერიოთ რაც პრობლემების სათავე გახდება. უმჯობესია, მათ ლოიალურობა ისწავლონ.