ავტორი:

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

უკიდურესად ნეგატიური, გამოცდებისა და პროვოკაციების დღეა. დიდია ტრავმების რისკი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. მზად იყავით უსიამოვნო ინფორმაციის მოსასმენად. თქვენს გონიერებასა და გამძლეობაზეა დამოკიდებული ყველა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება.

კურო

ცოდნის მიღების დღეა. საყვარელი ადამიანისგან მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე ან საჩუქარი. ვარსკვლავები გირჩევენ, ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებსა და ხმამაღლა საუბარს.

ტყუპები

დილიდან გაუგებრობები და კონფლიქტები გელით. ეცადეთ, გარშემომყოფების მიმართ მეტი ყურადღება და ნაკლები ამპარტავნობა გამოავლინოთ. თავშეკავებულობა და წინდახედულება გმართებთ. თქვენს მოთმინებასა და გონიერებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

კირჩხიბი

შესაძლოა, დილით მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნოთ, თუმცა შუადღემდე ყველაფერი გაგივლით. გამორიცხული არაა, რომ უმიზეზო მელანქოლიამ შემოგიტიოთ, რადგან უსიამოვნო მოვლენები მხოლოდ თქვენს წარმოსახვაშია. კარგი იქნება, თუ ძილისწინ სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ და რამე სასიამოვნოზე იფიქრებთ.

ლომი

დღის პირველ ნახევარში უფროსთან და თანამშრომლებთან ურთიერთობა წარმატებით დასრულდება. საკუთარ გეგმებს შესანიშნავად განახორციელებთ. გამორიცხული არაა, რომ მარტოხელა ლომები გაიცნობენ ადამიანს, რომელსაც მომავალ ცხოვრებას დაუკავშირებენ. უსიამოვნო ტენდენციებმა დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს. თუ შესაძლებელია, საღამო ბუნებაში გაატარეთ.

ქალწული

გამოცდისა და პროვოკაციების დღეა. ეცადეთ, გარშემომყოფი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინოთ. წინდახედულება და თავშეკავება გმართებთ. თქვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული ყველა საქმისა და წამოწყების წარმატებით დასრულება.

სასწორი

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც სავსეა როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო მოულოდნელობით. ოჯახური პრობლემები თქვენგან მაქსიმალურ ტაქტსა და თავშეკავებას მოითხოვს. სავარაუდოდ, ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ. ქალებს ვურჩევთ, პარტნიორებს ყურადღებით დააკვირდნენ და გეგმებს გადახედონ, რადგან ძველმა შეცდომებმა და ილუზიებმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

მორიელი

ეს დღე განწმენდასა და სიმშვიდეს უკავშირდება. თუ სამსახურში პრობლემების მოგვარებას შეძლებთ და ძველ შეცდომებს გამოასწორებთ, უდიდეს შვებას იგრძნობთ და უამრავ წინააღმდეგობას გადალახავთ. მთელი ყურადღება სახლსა და ოჯახურ ურთიერთობებზე გადაიტანეთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ნელ-ნელა მოაგვარებთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, მამაკაცებს ამ დღეს სასიყვარულო თავგადასავლებსა და ოჯახურ მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება მოუხდეთ. წინდახედულება გამოიჩინეთ. გამორიცხული არაა, რომ ბედი თქვენს საზიანოდ შემობრუნდეს.

თხის რქა

ამ დღეს სასარგებლოა კოლექტიური საქმიანობა. ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისა და მხიარულებისთვის. ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური, გამოიჩინეთ ყურადღება ახლობელი ადამიანების მიმართ. თქვენს მოთმინებაზე ყველა სამომავლო საქმის წარმატებაა დამოკიდებული.

მერწყული

თუ ამ დაძაბულ კვირას გაუძლებთ და ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ. შესაძლოა, დიდი ხნის ოცნება აისრულოთ.

თევზები

შესაძლოა, წვრილმან პრობლემებს შეეჯახოთ და ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიხდეთ. შანსი გაქვთ, საკუთარი მდგომარეობის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე შეაფასოთ და უახლოესი გეგმები შეცვალოთ. სასურველია ორგანიზმის გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.

2020 წლის ზაფხულისა და შემოდგომის საბედისწერო თარიღები - პლუტონი ზოდიაქოს ნიშნებს გლობალურ ცვლილებებს უმზადებს

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - გაიგე, როგორი დღე გაქვს

მაგიური მზის დაბნელება, ახალმთვარეობა და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - მოემზადეთ 21 ივნისთან შესახვედრად