17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:33-ზე, მთვარე ტყუპშია

საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. იკვებეთ მსუბუქად.

ვერძი

არ გირჩევთ ემოციების აფეთქებას, ცუდად დაამახსოვრებთ თავს გარშემო მყოფებს. ჯობია პროვოკატორ ადამიანებთან კომუნიკაცია შეამციროთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას.

კურო

უფრთხილდით ქუჩის საკვებს, მოწამვლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების გამწვავება დღეს ძალიან მაღალია. გამონახეთ დრო და შეეხმიანეთ მეგობრებს.

ტყუპი

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გამონახეთ დრო ფიზიკური დატვირთვისთვის. კარგი დღეა ლაშქრობის ან ხანგრძლივი სეირნობისთვის. მოაწყვეთ პიკნიკი მეგობრებისთვის.

კირჩხიბი

დაალაგეთ აზრები, დაისახეთ სამომავლო მიზნები და გაარკვიეთ, რა გინდათ გსურთ ცხოვრებიდან. არაა კარგი დღე ახალი საქმეების დასაწყებად. უმჯობესია, დღეს გაიხსენოთ წინაპრები, მოინახულოთ ნათესავები.

ლომი

გარემოებები გაიძულებთ იყოთ აქტიური და დაკვირვებული. შესაძლოა რომელიმე თქვენმა ახლო მეგობარმა ან ნათესავმა მოგმართოთ დახმარებისთვის და უარი არ უთხრათ.

ქალწული

დღეს უჩვეულოდ იმპულსური ხართ და მოგიწევთ აკონტროლოთ თქვენი სიტყვები და საქმეები, რათა სისულელეები არ გააკეთოთ და არ ეჩხუბოთ ვინმეს. შეეცადეთ შეინარჩუნოთ თქვენი ემოციები, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები.

სასწორი

შაბათს ვარსკვლავები მეოცნებე სასწორს ურჩევენ, ზეციდან დედამიწაზე ჩამოვიდნენ და იდეების რეალიზაციის გზები ეძიონ. შეწყვიტეთ ღრუბლებში ფრენა, დროა აქტიურად იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ოცნებები არასოდეს აგიხდებათ.

მორიელი

დღეს უნდა დაგეგმოთ მომავალი კვირა, ხვალ, ახალმთვარეობაზე შეძლებთ ჩამოწეროთ სამომავლო მიზნები. არ დაივიწყოთ წვრილმანები და დასვენებისთვისაც გამოყოთ დრო. საღამოს კი წადით გასართობ ღონისძიებაზე.

მშვილდოსანი

თუ პიკნიკზე მიდიხართ, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და მზეზე დიდი ხნით გაჩერებას. არ გაართულოთ დამოკიდებულება მეგობრებთან. საღამო მშვიდი და სასიამოვნო მოვლენებით იქნება აღსავსე.

თხის რქა

შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ. მთავარია, თანამოსაუბრეების კეთილგანწყობა და პატივისცემის მოიპოვოთ.

მერწყული

შაბათს ყველაფერში ზომიერი უნდა იყოთ – კომუნიკაციაში, ემოციებში, სამსახურში, საოჯახო საქმეებში, საკვებსა და ალკოჰოლში. დღევანდელი დღე უნდა იყოს მშვიდი და გაზომილი, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

თევზები

შესანიშნავი დღეა თქვენი სახლისა და ეზოს გასაუმჯობესებლად. თუ გეგმავთ რემონტის დაწყებას, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინის შეცვლას, ყველაფერი წარმატებით დაგვირგვინდება. ასევე წარმატებული იქნება მეგობრების შინ მიპატიჟება.