კურო
სამსახურის საქმეებში შეფერხება კოლეგების, კლიენტების ამ მომწოდებლების გამო გელით. მშვიდად შეხვდით ყოველივეს. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში გელით სასიამოვნო ცვლილებები.
ტყუპი
გაანალიზეთ თქვენი დამოკიდებულება, ურთიერთობა გარშემო მყოფებთან (კოლეგები, მეგობრები, ოჯახის წევრები); შეიძლება ვიღაც თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავს.
კირჩხიბი
თქვენი ხელშეწყობითა და დახმარებით თქვენი გარშემო მყოფები გაიუმჯობესებენ ფინანსურ მდგომარეობას და შეიძლება ზოგიერთმა ან დაწინაურება მიიღოს, ან ახალი სამსახური.
ლომი
გამოჩინეთ საკუთარი ნიჭი და ტალანტი. იდეები და გეგმები ისეთ ადამიანებს გაუზიარეთ, ვინც მათ შესრულებაში დაგეხმარებათ. დღეს თანამოაზრეებისა და სპონსორების მოზიდვა არ გაგიჭირდებათ.
ქალწული
დღეს პროფესიონალებისგან გუნდის შეკვრა და ახალი პროექტების განხილვა-შესრულება არ გაგიჭირდებათ. კარგი დღეა პირადი ურთიერთობის დარეგულირებისთვისაც.
სასწორი
საქმეში ხელი შეიძლება უპასუხისმგებლო ადამიანის საქციელმა გაგიფუჭოთ. ამიტომ, მზად იყავით და ეცადეთ, დამოუკიდებლად მოაგვროთ ყველა საკითხი.
მორიელი
ნუ გაჯიუტდებით. ჰკითხეთ რჩევა, დახმარება გარშემო მყოფებს. ნუ მოგერიდებათ, ისინი მზად იქნებიან დახმარებისთვის. მარტოს გაგიჭირდებათ საქმეების წარმატებით დასრულება.
მშვილდოსანი
შეიძლება საკუთარ თავში ახალი ნიჭი, ტალანი აღმოაჩინოთ ან ახალი ჰობი გაიჩინოთ. კარგი დღეა მეგობრებთან ერთდ გართობისა და წვეულების მოწყობისთვის.
თხის რქა
მოაწესრიგეთ მატერიალური სფერო, - დაფარეთ ვალები, კრედიტები, გადაიხადეთ გადასახადები. აგრეთვე ზოგიერთს შემოსავლის ახალი წყარო, ახალი სამსახური გამოუჩნდება.
მერწყული
მეგობრები ან ნათესავები სასიამოვნო ამბით გაგახარებენ. შეიძლება ფულის ხარჯვამაც მოგიწიოთ. საღამოს ახლობლებთან შეხვედრა და მხიარულება გელით.
თევზები
სამსახურის საქმეების პარალელურად ნურც ჰობის, გასართობს დაივიწყებთ. ეს დასვენების, განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. მეტი ყურადღება გმართებთ ახლობელი ადამიანების რჩევის მიმართ.