შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
ვერძი
მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ წარმატებას, მაგრამ თუ ოდნავი ეჭვიც კი გაგიჩნდებათ, მნიშვნელოვანი საქმე სხვა დროისთვის უნდა გადადოთ.
კურო
შეგიძლიათ აიღოთ ახალი ამოცანები მხოლოდ მაშინ, როდესაც ძველი დაასრულეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაუმკლავდებით ვერც პირველს და ვერც მეორეს.
ტყუპი
თუ წინასწარ შეადგენთ მოქმედების დეტალურ გეგმას და შეიმუშავებთ აუცილებელ ტაქტიკასა და სტრატეგიას, შეძლებთ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას.
კირჩხიბი
დღეს უნდა გამოავლინოთ ინიციატივა, ნუ იქნებით მოკრძალებული, უნდა ხმამაღლა განაცხადოთ თქვენი იდეების შესახებ.
ლომი
დღეს შეძლებთ შეიძინოთ რაღაც ძალიან საჭირო, რისთვისაც აქამდე საკმარისი თანხა არ გქონდათ.
ქალწული
დღე ხელსაყრელია დასვენებისთვის, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ შესასრულებელი ფიზიკური ვარჯიშებიც - ისინი საჭირო ძალასა და ენერგიულობას მოგცემთ.
სასწორი
თქვენი მოტყუება შეიძლება სცადონ არა მარტო უცნობმა ადამიანებმა, არამედ ახლობლებმაც. არ უნდა მისცეთ მათ ამის უფლება, რადგან ტყუილი თუ გაუვათ, შემდგომ კარგ ურთიერთობას შეუძლებელს გახდის.
მორიელი
მოულოდნელი მოგება გელოდებათ. შეიძლება გაგიმართლოთ მოლაპარაკებაში, საქმეში ან უბრალოდ, იყიდოთ ლატარიის ბილეთი.
მშვილდოსანი
დასვენების დღის მიუხედავად, ყოველდღიური სამუშაოს შესრულება მაინც მოგიწევთ. ამასთან, კარგი იქნება, წინ წაიგდოთ საქმე და მომავალი სამუშაო კვირისთვის მოემზადოთ - შეადგინოთ სამოქმედო გეგმა.
თხის რქა
დღე ხელსაყრელია ყველა სახის კომუნიკაციისთვის, გარდა საყვარელ ადამიანთან პაემნისა: წინასწარ დაგეგმილიც კი, დიდი ალბათობით, გეგმის მიხედვით არ წავა და არასასურველ კონფლიქტამდე მიგიყვანთ.
მერწყული
ახალი, პროდუქტიული იდეები დაგებადებათ, შეუძლებელი იქნება მათი დამახსოვრება, ამიტომ აუცილებელია ყველაფრის ჩაწერა, რათა არ დაკარგოთ საინტერესო აზრი.
თევზები
გაღიზიანებას, რომელიც შესაძლოა დღეს უახლოესმა ადამიანებმა მოგიტანონ, შეიძლება სერიოზული და ხანგრძლივი კონფლიქტი მოჰყვეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოთმინება.