კურო
ეცადეთ, ზედმეტი ემოციურობის გამო არ გაიფუჭოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან და არ გააფუჭოთ საქმე, რომლსაც ამდენ ხანს ემსახურებოდით.
ტყუპი
დღეს სურვილის ასასრულებლად ერთი ნაბიჯის გადადგმა გჭირდებათ. ეცადეთ, სწორი მიმართულებით იმოძრაოთ და ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ.
კირჩხიბი
არ გაგიკვირდეთ, თუ დღეს გარშემო მყოფები რჩევებისთვის მოგმართავენ. თუ რომელიმე საკითხში კომპეტენტური არ ხართ, დასახმარებლად პროფესიონალებს დააკავშირეთ.
ლომი
დღეს ყველა საქმის მართვის სადავე ხელში უნდა ჩაიგდოთ. აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი. შეცდომის თავიდან ასაცილებლად ისე იმოქმედეთ, როგორც თავად გსურთ და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების აზრს.
ქალწული
მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებასა და საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. არ მოადუნოთ ყურადღება; შეიძლება კონკურენტებმა თავბრუ დაგახვიონ და ავანტიურაში ან ტყუილში ჩაგითრიონ.
სასწორი
ცვლილებების დღე გელით, როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში. აკონტროლეთ სიტუაცია და ეცადეთ, სწორი პოზიცია დაიკაოთ.
მორიელი
რთული პერიოდი დასრულდა. ახლა შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ საკუთარი საქმეები. ეცადეთ, ხშირად დაისვენოთ, მსუბუქად ივარჯიშოთ და მშვიდ მუსიკას უსმინოთ.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი დღეა იმისთვის, რომ სრულად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები იმ ადამიანის თანდასწრებით, ვისზეც თქვენი მომავალია დამოკიდებული.
თხის რქა
დღეს ყველა კრიტიკას მედგრად გაუძლებთ. მთავარია, საპასუხო რეაქციას მოერიდოთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკუთარმა აზრებმა არ გაგიფუჭოთ განწყობა.
მერწყული
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა საუბრებისთვის. და არც დახმარებაზე გეტყვით არავინ უარს. ამიტომ, ისარგებლეთ მომენტით.
თევზები
ზოგიერთი საქმის მოსაგვარებლად მატერიალური მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ეცადეთ, ისეთ ნათესავებსა და მეგობრებს მიმართოთ, ვინც უარით არ გამოგისტუმრებთ.