17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

შეიძლება გაგიჭიანურდეთ საქმეების დაწყება, გაგირთულდეთ პარტნიორებთან დამოკიდებულება, მაგრამ ძალები უნდა მოიკრიბოთ, მშვიდად დაიწყოთ ყველაფერი თავიდან და მიიყვანოთ გამარჯვების წერტილამდე.

ტყუპი

ენერგიული და მხიარული ხართ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. პირიქით, ეცადეთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ იგი.

კირჩხიბი

სამუშაო მოგემატებათ, რაც თქვენგან დამატებით ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს. თუ ვალების აღება არ გსურთ, ფული ზომიერად ხარჯეთ.

ლომი

მოერიდეთ უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან; განსაკუთრებით, ფინანსურ თემაზე. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ახალი საქმეების დაწყება სხვა დღისთვის გადადეთ.

ქალწული

არ აჩქარდეთ, ნებისმიერი საქმე თქვენგან დაკვირვებასა და ყურადღებას მოითხოვს. კარგი პერიოდია მკურნალობის დასაწყებად.

სასწორი

მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან. შეიძლება ზოგიერთმა პარტნიორმა უარი განაცხადოს თქვენთან თანამშრომლობაზე. ყოველივეს მშვიდად შეხვდით; ცოტა ხანში ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება.

მორიელი

არ მიაქციოთ ყურადღება გარშემო მყოფებს, გარემო ფაქტორებს და მაქსიმალურად მობილიზებულად იმუშავეთ. გადახედეთ წარსულში შესრულებულ საქმეებს და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.

მშვილდოსანი

პარტნიორები საინტერესო შემოთავაზებებით მოგმართავენ და თქვენთვის სარფიან კონტრაქტებსაც გააფორმებთ. სასიამოვნო ცვლილება პირად ცხოვრებაშიც გელით, - საბედო გამოგიჩნდებათ.

თხის რქა

მოერიდეთ ინტრიგებსა და ჭორებს. ნუ მოიწყენთ, ცოტა ხანში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

მერწყული

თქვენს იდეებს შეიძლება ყველამ არ დაუჭიროს მხარი და მოწინააღმდეგეებიც გამოგიჩნდნენ. ეცადეთ, დიპლომატიურად მოაგვაროთ უსიამოვნებები.

თევზები

სამსახურებრივ და პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით