17 მარტს დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ მთელი სიცოცხლის მანძილზე უერთგულონ საკუთარ იდეალებს

17 მარტს დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ მთელი სიცოცხლის მანძილზე უერთგულონ საკუთარ იდეალებს

მარტი (ლათ. Martius) გრიგორიანული კალენდრის მესამე თვეა. სახელწოდება ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით ეწოდა, რომელიც იმ დროს ასევე გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი. მარტის თვე ორ რადიკალურად განსხვავებული ბუნების ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - თევზებს და ვერძს. თევზები სენსიტიური, რბილი, დამყოლი ნიშანია. ვერძი კი შემტევი, აქტიური და გარკვეულწილად აგრესიული.

  • როგორია 17 მარტს დაბადებული ადამიანი

17 მარტს დაბადებული ადამიანები დიდი ენთუზიასტები არიან და ენერგიულობით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ სული და გული ჩადონ იმ საქმეში, რასაც ემსახურებიან და მთელი სიცოცხლის მანძილზე უერთგულონ საკუთარ იდეალებს. ერთადერთი რაც ამ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ის რომ იდეალის დევნაში არ დაკარგონ, პრაქტიკული აზროვნების უნარი.