ავტორი:

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე, მთვარე 05:04-ზე ქალწულში გადავა

მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება კარგს არაფერს მოგიტანთ.

ვერძი: მოხდება ღირებულებების გადაფასება. მეტად დააფასებთ იმ ადამიანებს, ვინც უსასყიდლოდ გეხმარებათ. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნიშნებში.

კურო: საუკეთესო დღეა სწავლისა და მიმოსვლისთვის. იყავით დაკვირვებული წვრილ-წვრილი ვალდებულებების შესრულებისას. არ დაძაბოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი: უნდა ჩამოყალიბდეთ, როგორ გააგრძელოთ ცხოვრება ფარულ სასიყვარული პარტნიორთან. არ გირჩევთ სასიყვარულო სამკუთხედის დიდი ხნით გაგრძელებას.

კირჩხიბი: იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ჩაიცვით ამინდის შესაბამისად, რომ არ გაცივდეთ. საუკეთესო დღეა რომანტიკული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

ლომი: ვალდებულებები მოგემატებათ და თუ მოინდომებთ, ყველაფერს იდეალურად უნდა გაართმევთ თავი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, გაანებივრეთ ისინი სიურპრიზებით.

ქალწული: საკუთარი შესაძლებლობები შეიძლება თქვენთვის აქამდე უცნობ, ახალ საქმიანობაში მოსინჯოთ. კარგად დასრულებული საქმის გამო მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი გარშემო მყოფებში.

სასწორი: საინტერესო გარემოცვაში მოხვდებით, სასიამოვნო ადამიანებს გაიცნობთ და თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიაშიც ჩაერთვებით. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.

მორიელი: პარტნიორეთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ახლა გაერთიანებულები უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ, ვიდრე დამოუკიდებლად. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს.

მშვილდოსანი: შეხვდით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს და ისაუბრეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ თქვენი გონებამახვილობითა და იუმორის გრძნობით მოხიბლავთ.

თხის რქაშეხვედრებისა და საქმეების მოგვარების დღეა. გააქტიურდება მიმოწერა, საქმიანიც და სასიყვარულოც. საღამოს მოიკითხეთ უცხოეთში მცხოვრები ახლობლები.

მერწყული: დილიდან ჩაერთეთ საქმეების მოგვარებაში. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოგზაურობისა და სწავლისადმი. შეიძლება მეგობრებთან ერთად დაგეგმოთ ახლის შესწავლა ან უქმეებზე მოგზაურობა.

თევზები: თუ სწავლობდით, მიიღებთ სერტიფიკატს. ზოგიერთი გადაწყვეტთ, კომპიუტერული ტექნიკის გაუმჯობესებას, შეკეთებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან.