17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მომავალში, როცა ამ დღეს გაიხსენებთ, საკუთარი თავით იამაყებთ, რომ უაზრო გართობას სამუშაო არჩიეთ.

ტყუპი

დღეს "ოქროს გორებს" დაგპირდებიან, ახალ მანქანას, ბინას, მოგზაურობას, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ეს მხოლოდ სატყუარაა. გაფრთხილდით, შარში არ გაეხვიოთ.

კირჩხიბი

ისეთი განწყობა დაგეუფლებათ, თითქოს სამყარო თქვენ წინააღმდეგაა, – ყველა ნერვებს გიშლით, ჭკუას გასწავლით, თქვენ საქმეებში ერევა. ძნელი იქნება, მაგრამ მაინც შეიკავეთ თავი კონფლიქტისგან.

ლომი

დღეს ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს აქტიურად იმოქმედებთ. ადრე ძალიან ბევრს ფიქრობდით, ახლა უნდა იმოქმედოთ. ზოგჯერ, ბევრი ფიქრი მოქმედებაში გიშლით ხელს.

ქალწული

დღეს შეიძლება მოულოდნელად გამოგიძახონ სამსახურში, ან სამსახურებრივი საქმეების შესრულებამ მოგიწიოთ. ეცადეთ, მობილიზებულად იმოქმედოთ.

სასწორი

ისეთი გადაღლილი ხართ, რომ გამოძინებასაც ვერ ახერხებთ. იოგა ან აღმოსავლური მედიცინის სიბრძნეებს მიმართეთ.

მორიელი

დამატებითი სამუშაო დამატებით შემოსავალს მოგიტანთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დასვენებასა და ძილს დიდი ხნით უნდა დაემშვიდობოთ.

მშვილდოსანი

დღე უმნიშვნელო პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ. თუ ხვდებით, რომ ნერვები გღალატობთ, სასიამოვნო მუსიკას მოუსმინეთ ან თავად იღიღინეთ.

თხის რქა

თავი შეიკავთ ყოველგვარი ექსტრიმისგან. ჩამოყალიბდით, იმისათვის, რომ უფროსს დაწინაურება ან ხელფასის გაზრდა მოსთხოვოთ.

მერწყული

გარშემო მყოფებისთვის სიკეთის კეთება კარგია, მაგრამ არა ისე, რომ თქვენმა საქმემ სხვას ფული მოუტანოს თქვენ კი – "მადლობა". გახსოვდეთ, ყველა სამუშაო უნდა ანაზღაურდეს.

თევზები

კარგი დღეა საქმეების, სამუშაო ზონის, აზრების დასალაგებლად. გათავისუფლდით ყველა იმ "ნაგვისგან", რაც წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. და რაც მთავარია, არ იზარმაცოთ!

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით