პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:57-ზე
შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მასაჟი სასარგებლოა. კბილების ამოღება არ შეიძლება. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული: სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
ვერძი
დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად გასაწმენდად. ივარჯიშეთ ზომიერად, კარგია იოგა, ბუნებაში სეირნობა. ურთიერთობებში მხოლოდ კეთილი განზრახვებით იმოქმედეთ.
კურო
მოერიდეთ ნეგატიური ემოციების გამოხატვას. მნიშვნელოვანია მხოლოდ დადებითზე იფიქროთ - ეს ხელს შეუწყობს წონასწორობის შენარჩუნებას როგორც ურთიერთობაში, ასევე თქვენს სულიერ მდგომარეობაში.
ტყუპი
უსიამოვნო აკვიატებებს, რომლებიც შეიძლება დღეს დილიდანვე გაწუხებდეთ, არანაირი შფოთის საფუძველი არ ექნებათ, ამიტომ ნუ ინერვიულებთ ამ უმნიშვნელო საკითხზე.
კირჩხიბი
არსებობს შანსი, რომ კოლეგები, რომლებიც მნიშვნელოვან საკითხზე კონკურენციას გიწევენ, შეეცდებიან მუშაობაში ხელის შეშლას და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის. ნუ მისცემთ მათ თვითკმაყოფილების საფუძველს.
ლომი
სტრესის შემცირების საუკეთესო გზა ფიზიკური შრომაა: სახლის საფუძვლიანი დასუფთავების შემდეგ, იგრძნობთ სასიამოვნო დაღლილობას, რომელიც დაგავიწყებთ დაგროვილ ნეგატივს.
ქალწული
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას, ფრთხილად იყავით, რას და როგორ ამბობთ: არსებობს მაღალი რისკი, რომ შემთხვევით გაამხილოთ პირადი საიდუმლო.
სასწორი
ვინაიდან დღეს ვერ მიაღწევთ რაიმე მნიშვნელოვან სამსახურებრივ მიღწევას, ყურადღება გაამახვილეთ თქვენი გარემოს ჰარმონიზაციაზე - ყველგან წესრიგი უნდა დაამყაროთ, სამუშაო მაგიდაზეც და სახლშიც.
მორიელი
პროფესიული წარმატება ელის მათ, ვისაც დაღლილობის მიუხედავად, შეუძლია დღევანდელი დღის დაგეგმვა საათობრივად, რათა თავიდან აიცილოს ყურადღების გაფანტვა მეორეხარისხოვან საკითხებზე.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ გარშემომყოფებთან კომუნიკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოგაცლიან სრულფასოვანი სამუშაოსთვის საჭირო ენერგიას.
თხის რქა
შემაშფოთებელი ფიქრებისგან თავის დასაღწევი საუკეთესო გზა საოჯახო საქმეების შესრულებაა. მოიცილეთ უსარგებლო, დაზიანებული ნივთები; გადააგდეთ ან გააჩუქეთ.
მერწყული
უკმაყოფილებას, რომელსაც დღეს იგრძნობთ საკუთარი თავის და თქვენი ცხოვრებისეული მიღწევების მიმართ, არანაირი საფუძველი არ აქვს რეალობაში: ეს უბრალოდ მთვარის უარყოფითი გავლენაა, რომელიც ხვალ გაივლის.
თევზები
მაშინაც კი, თუ თქვენი წარმატებები შორს არის იმისგან, რაც გსურთ, ეს არ არის თვითკრიტიკის მიზეზი: ეს მხოლოდ დაბალ თვითშეფასებას მოგიტანთ, ამიტომ ნუ დაკარგავთ თავდაჯერებულობას.