კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები.
კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის.
კარგი დღეა უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება.
ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ.
კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად.
კარგია მოგზაურობის (განსაკუთრებით საზღვაოს) დაწყება.
მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად.
კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი წარმატებული და იღბლიანია. შესაძლოა, მთელი ცხოვრება მოგზაურობაში, ცხოვრების აზრის ძიებაში გაატაროს.
თმის შეჭრა ბედნიერებასა და სიხარულს მოგიტანთ.
ამ დღის ქვებია: გამჭვირვალე ამეთვისტო, ზურმუხტი, ვარდისფერი და ჟოლოსფერი კვარცი.
მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 2:33
მთვარე სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 21:35
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე სასწორში
გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.