კურო
მოულოდნელი საყიდლები და ახალი კონტაქტები უცხოელებთან მთელ გეგმებს შეგიცვლით. ფინანსურ და სასიყვარულო ავანტიურას ვერსად გაექცევით.
ტყუპი
მეგობრული, პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობა სრულიად დაუგეგმავად განვითარდება. თუ დღეს რუტინული სამუშაო თავს მოგაბეზრებთ, ჰობის (ელექტროობა, მოგზაურობა, მოდა, დიზაინი და ესთეტიკა) ჩაუღრმავდით. შეიძლება სწორედ ამ სფეროებში აღმოაჩინოთ ახალი ოცნებები და მეგობრები.
კირჩხიბი
გაფრთხილდით, სიახლის სურვილმა სისულელეები არ ჩაგადენინოთ. მეტად ყურადღებით და გააზრებულად იმოქმედეთ.
ლომი
ახალ სიყვარულს მეტად უჩვეულო გარემოში იპოვით. ცხოვრება სიურპრიზებსა და ფლირტს გპირდებათ. თუმცა, სანამ თავით გადაეშვებით გრძნობებში, კარგად გაერკვიეთ პარტნიორის წარსულში.
ქალწული
ოცნების გამო გარშემო შეიძლება ყველაფერი დაივიწყოთ. რაც ძალიან გააღიზიანებს თქვენს სასიყვარულო პარტნიორს. კარგი დღეა სახლში და ოფისში დიზაინის, ინტერიერის შესაცვლელად.
სასწორი
დღე სიურპრიზებით იქნება აღსავსე. ორიგინალური ხალხის გვერდით არ მოიწყენთ. ნუ გააკონტროლებთ თქვენს მეორე ნახევარს. იქნებ, ის თქვენთვის საჩუქრის საყიდლად გაუჩინარდა?..
მორიელი
კარგი დღეა სამოსის, საჩუქრებისა და აქსესუარების საყიდლად. ზოგიერთმა შეიძლება ინტერნეტ–მაღაზიიდან ეგზოტიკური სუვენირი შეუკვეთოს. მაგრამ ყურადღებით იყავით, ფული არ გადააყოლოთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა პოლიტიკოსი, მოდის, შოუბიზნესისა და სარეკლამო სფეროში მომუშავე მშვილდოსნისთვის. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად. ორიგინალური იდეები ბევრ მეგობარსა და თავყვანისმცემელს შეგძენთ.
თხის რქა
მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები ბიზნესში, ოჯახში. მოერიდეთ ელექტროობასთან კავშირს. ახალი პროგრამების დაყენებასაც კი. ექსპერიმენტები სხვა დღისთვის გადადეთ. რაც არ უნდა მოხდეს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
მერწყული
დღეს ყველაფერი სწრაფად განვითარდება და არც თქვენ გეპატიებათ პასიურობა. მოსალოდნელია ხანმოკლე მგზავრობა, მოულოდნელი შეხვედრები. არასტანდარტული გასართობით დაინტერესება.
თევზები
მთელი დღე ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ყიდვა–გაყიდვა, მოგება–წაგება, ტოტალიზატორი, – თქვენი მთავარი საფიქრალი გახდება. მთავარია, საკუთარი ფულით იმოქმედოთ და არა ახლობლების.