17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

იღბალი საოცნებო საჩუქარს გიმზადებთ. მასზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი კარიერა და პირადი ცხოვრება. ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ.

ტყუპი

მაქსიმალურად შეამცირეთ ხარჯი, თუ არ გსურთ თვის ბოლოს ჯიბეგამოცარიებული დარჩეთ. კარგი დღეა რჩევების მოსასმენად. შეიძლება ყველა რჩევა არ შეასრულოთ, მაგრამ მაინც ყურადღებით მოუსმინეთ.

კირჩხიბი

უმნიშვნელო მოგზაურობა, ქალაქგარეთ მგზავრობაც კი სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და იმ მეგობრებთანაც, რომლებთანაც წარსულში იკამათეთ.

ლომი

უცხოელი პარტნიორებისგან (ან დიდი ხნის უნახავი მეგობრებისგან) სარფიან წინადადებას მიიღებთ. პირდაპირ უარს ნუ განაცხადებთ, კარგად დაფიქრდით, რჩევა გარშემო მყოფებსაც ჰკითხეთ.

ქალწული

არ განმარტოვდეთ, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს. გააერთიანეთ საერთო ინტერესების მქონე გარშემო მყოფები და ახალი საქმიანობა, გასართობი შესთავაზეთ.

სასწორი

კარგი დღეა ყიდვა-გაყიდვისთვის, – სასურველ ნივთებსაც სარფიანად შეიძენთ და არასასურველი ნივთებისგანაც მარტივად გათავისუფლდებით.

მორიელი

უმცირეს დროში უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებს. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტს, საქმეების გარჩევას.

მშვილდოსანი

დღეს გარშემო მყოფების გამრთობი იქნებით. ეცადეთ, თქვენი ხუმრობები უბოროტო იყოს. პირველ რიგში საკუთარ თავზე გაიცინოთ და ნაკლებად დასცინოთ გარშემო მყოფების წეს-ჩვეულებებს.

თხის რქა

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. დაასრულეთ უკვე დაწყებული პროექტები და მეტი ყურადღებით გადახედეთ კოლეგების მიერ შესრულებულ საქმეებს.

მერწყული

დღეს ცოტა ხნით უნდა მოწყდეთ არსებულ რეალობას, საქმეებს და მომავალზეც დაფიქრდეთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და როგორ მიაღწიოთ სასურველს.

თევზები

საინტერესო დღე გელით. არსებული საქმეები, პრობლემების მოსაგვარებლად გარშემო მყოფები შემოიკრიბეთ და ერთიანი ძალებით ამოქმედდით. მუშაობის პროცესში ბევრ საინტერესოს გაიგებთ და გახალისდებით კიდეც.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით