17 სექტემბერი, მთვარე ლომშია: ფლირტი შეიძლება გადაიზარდოს ძლიერ მიჯაჭვულობაში

17 სექტემბერი, მთვარე ლომშია: ფლირტი შეიძლება გადაიზარდოს ძლიერ მიჯაჭვულობაში

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 09:22-ზე

რეკომენდებულია: დღე პასიურია მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში.

არ არის რეკომენდებული: აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა: მოუფრთხილდით ყურებს. სასარგებლოა მარხვა და სუნთქვის გამწმენდი პრაქტიკა.

კვება: დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. კარგია მარხვა. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.

მოგზაურობა: დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის.

ურთიერთობები: უმჯობესია თავი შეიკავოთ ოჯახის შექმნისგან. დღე შესაფერისია განქორწინებისთვის.

დღის მინერალები: ვეფხვის თვალი, კატის თვალი, ვარდისფერი მარმარილო.

  • მთვარე ლომშია

საუკეთესო დღეა შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. გამოიძინეთ, დაისვენეთ. ფლირტი შეიძლება თანდათან გადაიზარდოს ძლიერ მიჯაჭვულობაში. სასარგებლოა ვიზიტი თეატრში, კინოში და გამოფენებზე.

აქტიური ორგანოებია: გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა.

კვება: ცილები და ხილი კარგად შეიწოვება.

საოჯახო საქმეები: კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.

კოსმეტიკური პროცედურები: საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი.