კურო
რთული საკითხების გადაჭრის დღეა. შეიძლება მომგვარებლის როლშიც მოგიწიოთ ყოფნა. კარგი დღეა განაწყენებული ადამიანების შემოსარიგებლად.
ტყუპი
შეასრულეთ დანაპირები, რათა საქმიანი პარტნიორებისა და კოლეგების თვალში ავტორიტეტი აიმაღლოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან.
კირჩხიბი
მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ადამიანებთან გელით ნაცნობობა.
ლომი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. სასურველს ადვილად მიაღწევთ. საღამო მშვიდ დასვენებას დაუთმეთ.
ქალწული
სიურპრიზებითა და საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ახალი პროექტების დაწყებამდე დეტალები პარტნიორებთან შეათანხმეთ.
სასწორი
საყვარელი ადამიანი დილით სასიამოვნო ამბით გაგახარებთ და სამსახურის საქმეებისა და სწავლისთვის შეიძლება ვეღარც მოიცალოთ. საღამოს მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მოემზადეთ.
მორიელი
კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად. კოლეგების დახმარების გარეშე საქმეებს ვერ დაასრულებთ, ამიტომ ნუ მოგერიდებათ მათი შეწუხება. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
მშვილდოსანი
ზოგიერთს დაწინაურება, ხელფასის მომატება ელის. განსაკუთრებით წარმატებული დღე ელით ფინანსისტებსა და იურისტებს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.
თხის რქა
კარგი დღეა საცხოვრებელი და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. დაპირისპირებულ კოლეგებთან ურთიერთობა დიპლომატიურად მოაგვარეთ. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან.
მერწყული
კარგი დღეა პრეზენტაციის მოსაწყობად, საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის. უფროსი კმაყოფილია თქვენ მიერ შესრულებული საქმიანობით. საყვარელ ადამიანს პაემანი ხვალ დაუნიშნეთ.
თევზები
დღეს დაკისრებულ მოვალეობას საუკეთესოდ გაართმევთ თავს და კოლეგებისა და უფროსის შექებას დაიმსახურებთ. საღამოს მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულება მოაწყვეთ. გართობისთვის ნუ დაგენანებათ ნურც დრო და ნურც ფული.