17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:39-ზე, მთვარე თევზებშია

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.

ვერძი

რთული დღეა. დღეს ენერგია უნდა დაზოგოთ, არ დაიწყოთ ახალი საქმე. ოჯახის წევრების სიყვარული და კეთილი სიტყვები ძალას შეგმატებთ და გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას. შეამცირეთ აქტივობა სამსახურში და მეტი დრო გაატარეთ მარტოობაში.

კურო

ვარსკვლავები კონტაქტების შეზღუდვას და მარტოობაში მუშაობას გირჩევენ. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, შესაძლოა, იპოვოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. კარგი დღეა შემოქმედებითი ჰობისთვის.

ტყუპი

ოჯახური საკითხები პრიორიტეტული უნდა იყოს. ესაუბრეთ თქვენს ოჯახს, მხარი დაუჭირეთ, განმარტეთ საკამათო საკითხები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. დღეს ადრე მიღებული გამოცდილება დაგჭირდებათ. ასევე მოგიწევთ თქვენი წარსულის კავშირების გამოყენება დღევანდელი ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და საკუთარ საჭიროებებს. ზოგიერთი თქვენი სურვილი შეიძლება ახდეს. შეასრულეთ რუტინული სამუშაო, მოაგვარეთ მცირე საკითხები. ჯობია გადადოთ დიდი და შრომატევადი საქმეები. გაიხარეთ საკუთარი თავი.

ლომი

17 სექტემბრის საუკეთესო არჩევანი მარტოობაში გატარებული მშვიდი და გაზომილი დღე იქნება. სასარგებლოა საკუთარი თავის, სურვილების მოსმენა, მომავალი საქმის დაგეგმვა, პრიორიტეტების დასახვა. თუ შესაძლებელია, გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე და აღიდგინეთ სიმშვიდე.

ქალწული

გასული დღეების დაძაბულობამ შეიძლება თავი შეგახსენოთ. ძალიან ბევრი გაქვთ გასაკეთებელი და პასუხისმგებლობაც გაზრდილია, ამიტომ თქვენი ნერვული სისტემა უკვე ზღვარზეა. ვარსკვლავები გირჩევენ აქტივობის შემცირებას, გარკვეული პასუხისმგებლობის დელეგირებას და მეტი დროის გატარებას მარტოობაში. ენერგიის აღდგენა გჭირდებათ.

სასწორი

წარმატებული და საინტერესო დღეა. 17 სექტემბერს ემოციების კონტროლი გჭირდებათ და უფრო მშვიდად რეაგირება იმაზე, რაც ხდება. დიდი პრობლემები არ გელით, თუმცა ყველაზე მოულოდნელ ადგილებში შეიძლება მცირე უსიამოვნებები წარმოიშვას. იყავით პოზიტიური, რომ ყველაფერი დროულად გააკეთეთ.

მორიელი

დღეს თქვენი მოტყუების დიდი შანსია. არ დაიჯერო ყველაფერი რასაც გეტყვიან, გადაამოწმეთ ინფორმაცია. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ საუბრებში მინიშნებებსა და ქვეტექსტს. შესაძლებელია ბედნიერი და იღბლიანი დამთხვევები. საღამოს იყიდეთ საკუთარი თავისთვის საჩუქარი.

მშვილდოსანი

კარგი დღეა, როდესაც შეძლებთ ძველი რთული საკითხის გადაჭრას, მნიშვნელოვანი საკითხის თავიდან აცილებას. მოერიდეთ კამათს და ნუ აიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას. უპირატესობა მიანიჭეთ ნაცნობ და მარტივ დავალებებს, რომლებშიც კარგი ხართ. ამ გზით აიმაღლებთ თვითშეფასებას.

თხის რქა

შეცდომის თავიდან ასაცილებლად, გამოთვალეთ თითოეული ნაბიჯი და ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. 17 სექტემბერს არის შანსი, საყვარელი ადამიანის საქციელმა იმედი გაგიცრუოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა: მომავალში შესაძლოა თქვენი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ შეიცვალოს.

მერწყული

დღეს გააკეთეთ ის, რაც კარგად იცით, ნუ დაიწყებთ რაიმე ახალს ან უჩვეულოს. დაუთმეთ დრო საყოფაცხოვრებო საკითხებს: საოჯახო საქმეების შესრულება სიხარულს მოგანიჭებთ და დაგეხმარებათ დაისვენოთ. ვარსკვლავები დამოუკიდებლად მუშაობას გირჩევენ: სხვების დახმარება არ დაგაკმაყოფილებთ.

თევზები

რთული და დაძაბული დღეა მოსალოდნელი. ეცადეთ, არ იოცნებოთ, არამედ გაუმკლავდეთ პრაქტიკულ საკითხებს, თუნდაც ეს მარტივი არ იყოს. საჭიროა ძალისხმევა და დაგროვილი პრობლემების მოგვარება. თქვენს ახლობელს დახმარება დასჭირდება და უარს ნუ ეტყვით. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვანი გულწრფელი საუბრებისთვის.