შაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:06-ზე, მთვარე ტყუპშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
ვერძი: მშვიდი, ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. გაფრთხილდით, დაპირისპირება და დაძაბულობა გარშემო მყოფებთან შეიძლება თქვენი მიზეზით მოხდეს. დღეს დასვენება უმთავრესია.
კურო: დასვენებისა და ახლობლებთან ურთიერთობის დღეა. ფული ზომიერად ხარჯეთ, მაგრამ საკუთარ თავზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ. გაიუმჯობესეთ დასვენებისა და კვების რეჟიმი.
ტყუპი: აასრულეთ დანაპირები, თორემ მომავალში ახლობლებიც აღარ გენდობიან. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ცოტა ხანში შეიძლება ან აღარ მოგეწონოთ, ან გააჩუქოთ.
კირჩხიბი: მეტი დრო გაატარეთ ნათესავების გარემოცვაში. მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებები. შეიძლება იპოვოთ დაკარგული ნივთი ან ადამიანი. საღამო გაატარეთ შვილების გვერდით.
ლომი: საკუთარი კეთილდღეობის გამო სხვებს ნუ გაწირავთ. დღეს ისე უნდა იმოქმედოთ, რომ გარშემო მყოფების სიყვარული დაიმსახუროთ არ მარტო სიტყვებით, საქმითაც.
ქალწული: მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება ახალი ნივთებით, გემრიელობით, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით. არაფერი ძვირად ღირებული დღეს არ შეიძინოთ.
სასწორი: დაკვირვებით იმოქმედეთ, შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს თქვენი შეცდომაში შეყვანა. შეამცირეთ ურთიერთობა უსიამოვნო ადამიანებთან. გამონახეთ დრო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობისთვის.
მორიელი: არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ მოიმოქმედოთ. უმჯობესია, დაისვენოთ, გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე. საღამო ახლობლებთან ერთად სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი: დაკვირვებას ითხოვს ფინანსური საკითხები. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. ოჯახთან ერთად გატარებული დრო სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.
თხის რქა: მხოლოდ ის საქმეები შეასრულეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. შეიქმენით მეტი კომფორტი. დაისვენეთ, გაისეირნეთ თქვენს საყვარელ ადგილებში. არავის გაუმხილოთ თქვენი სამომავლო იდეები.
მერწყული: დაკვირვებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ, ნუ აჰყვებით ცდუნებებს. მეტად მოუფრთხილდით პირად ნივთებს, საფულეს. საღამოს ესტუმრეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.
თევზები: ნუ ჩაიქნებთ ხელს, თუ რამე პირველივე ჯერზე არ გამოგივათ, გაითვალისწინეთ შეცდომები და დახვეწეთ. მიიღებთ სასიამოვნო ინფორმაციებს ახლობლებისგან. ზოგიერთი დაიბრუნებთ ვალს, რომელიც დავიწყებული გქონდათ.