კურო
ფიზიკური აქტივობა დაგამშვიდებთ და ენერგიით აგავსებთ. მოერიდეთ ისეთ საქმეს, სადაც ფიქრი და არჩევანი გჭირდებათ. კარგი დღეა ურთიერთობის აღსადგენად, დასარეგულირებლად ძველ პარტნიორებთან.
ტყუპი
მეტი ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, სამუშაოს.
კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისგანაც რაიმე სარგებელს მოელით. მთვარე ქალწულშია. ამიტომ, მოაწესრიგეთ აზრები, საქმეები, დოკუმენტები. გაუფრთხილდით კუჭს.
ლომი
საქმიანი და პირადი შეხვედრები წარმატებით ჩაივლის, მაგრამ მომავალში დიდ სარგებელს ვერ მიიღებთ. მეტად დაისვენეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს.
ქალწული
თქვენი ძლიერი მხარე – ზუსტი გათვლა და თამამი მოქმედება საქმეების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მოაწესრიგეთ საქმეები და არც პირადი საკითხები დაივიწყოთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, არ გადაიღალოთ.
სასწორი
საკუთარი შეცდომების დაშვებას, სხვის გამოცდილებაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. შეხვდით მეგობრებს ახალ გარმოში; ძველ ნივთებს ახალი გამოყენება მოუძებნეთ. ვარჯიში თუ გეზარებათ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
მორიელი
შეხვედრების დღეა, სადაც თქვენც მოგიწევთ საუბარი და პარტნიორების ყურადღებით მოსმენაც. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ბოლომდე გაერკვეთ საქმეებში. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ბავშვებთან ურთიერთობისთვის, სიყვარულისა და საყიდლებისთვის.
მშვილდოსანი
მშვიდად და ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ გადაიღლებით და საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. ნუ ენდობით თაღლითებს, მოერიდეთ აფერისტებს.
თხის რქა
პოზიტიურ განწყობას მიიღებთ სოციალურ ქსელებში "ძრომიალისა" და მეგობრებთან ურთიერთობისას მიიღებთ. ახალი საქმეები არ წამოიწყოთ. მიმდინარეები მშვიდად გააგრძელეთ. ნუ ეცდებით სხვის საქმეებში ჩარევას. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
მერწყული
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მეგობრებთან შესახვედრად, პაემნებისა და მგზავრობისთვის. არ აჩქარდეთ, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე, კრეატიული იდეები სხვა დროისთვის განახორციელეთ. დღეს საკუთარ (და არა სხვის!) საქმეებს მიხედეთ.
თევზები
ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს, მიმდინარეებს მიხედეთ. შეიძლება წარსულში დაწყებული საქმეები, ურთიერთობები განმეორდეს და დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალება მოგეცეთ. ეცადეთ სიტუაციას "გვერდიდან" შეხედოთ და ისე იმოქმედოთ.