ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:00-ზე, მთვარე კუროშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიურებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
ვერძი: დღეს იმაზე უკეთეს შედეგებს მიაღწევთ, ვიდრე გეგონათ. სასიამოვნო შეხვედრა და საუბარი გელოდებათ შორიდან მოსულ ადამიანებთან. შეიძლება საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ.
კურო: იყავით დაკვირვებული და შეამჩნევთ იმას, რასაც სხვა არც კი აქცევს ყურადღებას. იმოქმედეთ თავდაჯერებულად და მიიღეთ თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები.
ტყუპი: თავს შეგახსენებენ ძველი ნაცნობები, მეგობრები. შეიძლება ერთად გადაწყვიტოთ საქმიანობა. თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მხოლოდ ერთგულებთან იკონტაქტეთ. გელით დაუგეგმავი მგზავრობა.
კირჩხიბი: არაფერი მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი დღეს არ დაგეგმოთ. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. იოლად იპოვით გამოსავალს ჩახლართული სიტუაციებიდანაც კი.
ლომი: მოგინდებათ სიახლეები, თვალსაწიერის გაფართოება. დაგეგმეთ სასწავლო კურსებზე ჩაწერა, ახლის შესწავლა. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყვიტოთ.
ქალწული: პრაქტიკული ხართ, ღრუბლებში არ დაფრინავთ. დღეს მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. იყავით ორიენტირებული საკუთარ კეთილდღეობაზე, წინსვლაზე.
სასწორი: ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ სასურველს. მოერიდეთ უთანხმოებას ახლობლებთან. იყავით ღიმილიანი, გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.
მორიელი: დღეს თამამად მოკიდებთ ხელს იმ საქმეს, რაც ადრე შეუსრულებელი გეჩვენებოდათ. კარგი დღეა დოკუმენტების გასაფორმებლად, იურიდიული საკითების მოსაგვარებლად, საქმიანი შეხვედრებისთვის.
მშვილდოსანი: ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, მიიქცევთ გარშემო მყოფების ყურადღებას. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და გაიჩენთ ახალ მეგობრებს.
თხის რქა: მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რასაც თქვენს სასიკეთოდ გამოიყენებთ. მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის. მეტი კომფორტი შეუქმენით ოჯახის წევრებს.
მერწყული: დღეს ის საქმეები უნდა შეასრულოთ, რაც მობილიზებას, აკურატულობას მოითხოვს. გამოჩნდებიან დიდი ხნის უნახავი მეგობრები, მათგან შეიძლება საინტერესო შემოთავაზებები მიიღოთ.
თევზები: ჩაერთეთ საინტერესო საქმიანობაში. ახალდაწყებული რომანტიკული ურთიერთობა დინამიკურად განვითარდება და სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ. საღამოს უმასპინძლეთ მეგობრებს და იმხიარულეთ.