18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ყოველგვარი სირთულის გარეშე მოაგვარებთ ნებისმიერ საქმეს. ყოველი სწორად მიღებული გადაწყვეტილება კი სიხარულს მოგანიჭებთ და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. მთავარია, ზომიერება დაიცვათ და თავი ყოვლისშემძლე არ გეგონოთ.

ტყუპი

დღეს ან საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, ან ისეთ ადამიანს შეხვდებით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

დღეს გაცნობილი ადამიანი სამსახურის საქმეებს თავდაყირა დაგიყენებთ, რადგან მოძალებული გრძნობები მუშაობის საშუალებას არ მოგცემთ.

ლომი

კარგი დღეა დამოკიდებულების გასაუმჯობესებლად კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან. განიხილეთ მათთან ახალი პროექტები, მიმდინარე საკითხები. აგრეთვე კარგი დღეა ურთიერთობის მოსაგვარებლად ნათესავებთან.

ქალწული

მეტად ენერგიული ხართ და სამსახურისა და საოჯახო საქმეების გარდა უამრავი იდეის განხორციელებას შეძლებთ. მთავარია, დეტალები არ გამოგრჩეთ, მათ მიაქციეთ მეტი ყურადღება.

სასწორი

დღეს ჩვეულებრივზე უფრო ყურადღებით უნდა იმოქმედოთ. საქმეებში დახმარება კოლეგებსა და მეგობრებს ჰკითხეთ.

მორიელი

მშვიდი და რომანტიკული დღე გელით. მთელ დღეს ამაღლებულ განწყობაზე გაატარებთ და გარშემო მყოფებისთვის პოზიტიური გარემოს შექმნაზე იზრუნებთ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს, ურთიერთობების გარჩევას და დილიდანვე შეუდექით მუშაობას. მთავარია, ჩამოყალიბდეთ, რისი მიღწევა გსურთ და ვისი დახმარების იმედი უნდა გქონდეთ.

თხის რქა

საქმეების მიუხედავად უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. მათ მიმართ მეტი მზრუნველობა, ურთიერთობაში კი – მეტი სილაღე გმართებთ.

მერწყული

განსხვავებული მოსაზრებების გამო გარშემო მყოფებთნ კონფლიქტს არ გირჩევთ. ეცადეთ ისე იმოქმედოთ, რომ საერთო საქმეები არ დააზაროლოთ. თქვენი შეხედულებები კი თქვენთვის შეინახეთ.

თევზები

პრობლემების მოსაგვარებლად ორი გზა გაქვთ: რჩევა ჰკითხოთ გამოცდილ ადამიანს და თავად, დამოუკიდებლად იბრძოლოთ. არჩევანი თქვენზეა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით