კურო
გარშემო მყოფებში ეძიეთ მეტი პოზიტივი და ნაკლები ნეგატივი. დაასრულეთ დაწყებული საქმეები და მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად.
ტყუპი
მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან. თუ მშვიდობა გსურთ, ანგარიში გაუწიეთ ახლობლების მოთხოვნებსა და სურვილებს.
კირჩხიბი
ავანტიურა და თავგადასავლები გაგიტაცებთ, მაგრამ ნურც უსაფრთხოებას დაივიწყებთ. ოჯახის წევრებს დახმარება, თქვენთან გულითადი საუბარი სურთ.
ლომი
ყოველდღიური საკითხები მოაგვარეთ, მოსალოდნელია ხარჯი სასიამოვნო საყიდლების გამო. ეცადეთ, ფულის გამო არ გაიფუჭოთ ურთიერთობა მეგობრებთან.
ქალწული
გაფრთხილდით, არავინ დაგაბნიოთ, ან განზრახ არ შეგიყვანოთ შეცდომაში. დახმარება მხოლოდ ერთგულ და გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ. ნუ ხართ ზედმეტად სენტიმენტალური.
სასწორი
ყურადღება გმართებთ წვრილმანებისადმი. დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ. მაგრამ დასვენებასა და ძილზე უარს ნუ იტყვით.
მორიელი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. აკეთეთ ჩვეული საქმეები. მოერიდეთ კოლექტივში ახალი ადამიანის აყვანას, კარიერულ ცვლილებებს.
მშვილდოსანი
გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, კოლეგების მიერ შესრულებული საქმე. იყავით დაკვირვებული ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ.
თხის რქა
ნუ ისარგებლებთ საეჭვო ადამიანების დახმარებით, რჩევით. სხვა დღისთვის გადადეთ მოგზაურობა უცხო ადგილას. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად.
მერწყული
ფულის ხარჯვა და გადაწყვეტილებების ხშირი ცვლა გელით. ნუ ეცდებით სასიყვარულო ურთიერთობის გასერიოზულებას, მეგობრებთან ურთიერთობის გარკვევას.
თევზები
სანამ სხვებს დაადანაშაულებდეთ, ჯერ საკუთარი შეცდომები აღიარეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ეცადეთ, იუმორში გაატაროთ კრიტიკა.