18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ფინანსური დოკუმენტები დიდი ყურადღებით შეადგინეთ. დღეს შეიძლება ინფორმაციის მიღება სხვადასხვა წყაროდან დაგჭირდეთ და მაინც გადაამოწმეთ ფაქტები. გაამარტივეთ ურთიერთობა უცხოელ და ადგილობრივ კოლეგებთან.

ტყუპი

დაგეგმეთ შეხვედრები, გაიცანით ახალი ადამიანები; ნუ მოგერიდებათ ღიად გამოხატოთ თქვენი აზრი; გააბათ ფლირტი. თუ არ გსურთ უსიამოვნებაში გაეხვიოთ, გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაციები.

კირჩხიბი

ახლის სწავლისა და დაგეგმვის დღეა. განსაკუთრებით პროგრამირების სფეროში. თამამად გააცანით უფროს თქვენი იდეები და მასთან შეთანხმების შემდეგ დაიწყეთ მოქმედება. გაფრთხილდით, კოლეგებმა სამსახურებრივ ინტრიგაში არ ჩაგითრიონ.

ლომი

დღეს რაც უფრო ჩახლართულ საქმეებზე მოგიწევთ მუშაობა, მით გაგიმძაფრდებათ ინტერესი. გაგიადვილდებათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება, თუ იქნებით კომუნიკაბელური და გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიყენებთ იუმორის გრძნობას.

ქალწული

განწყობისა და გრძნობების ცვალებადობა გელით. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. რთულ სიტუაციაში მეგობრები არ მიგატოვებენ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას მეუღლესთან. მოერიდეთ საქმეების გარჩევას.

სასწორი

კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისა და მგზავრობისათვის. ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეთ სხვადასხვა საკითხის მიმართ, ჩაუღრმავდით საინტერესო თემებს. აგრეთვე გაგიადვილდებათ სწავლა. რაიმე ახლის შესწავლა.

მორიელი

დღე მშვიდად ჩაივლის და შეიძლება ერთფეროვნებამ განწყობა გაგიფუჭოთ. თუ სადმე აპირებთ გამგზავრებას, თან ნაღდი ფული იქონიათ; წვრილ–წვრილი, მაგრამ ხშირი ხარჯვა მოგიწევთ.

მშვილდოსანი

დღეს თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. ყველაფერს მოაგვარებთ, ყველაფერს მოასწრებთ და ყველაზე რთული ლაბირინთიდანაც (ჩახლართული სიტუაციები, ინტრიგები) კი ადვილად შეძლებთ თავის დაღწევას.

თხის რქა

შეიძლება მთელი დღე ინტერნეტში მოგიწიოთ სასურველი ინფორმაციის მოძიებამ. თუმცა, თქვენთვის შეუძლებელი არაფერია და ამ დროს დაკარგულად ნუ ჩათვლით. მთავარია, კარგად გაერკვეთ საქმის ვითარებაში. ზოგიერთ თხის რქას სასიამოვნო მგზავრობა ელის.

მერწყული

განაახლეთ მივიწყებული კავშირები, შეეხმიანეთ ძველ პარტნიორებს. არაფორმალური შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ და უფრო კარგ ურთიერთობებს დაამყარებთ. შეიძლება საკუთარი გამოცდილების გარშემო მყოფებისთვის გაზიარება მოგინდეთ ან წიგნის დაწერის სურვილი გაგიჩნდეთ.

თევზები

შემოსავალი ახალი ტექნიკის შეძენას ან რაიმე ახლის შესწავლას მოახმარეთ. ყურადღებით იყავით, აზარტულობამ შეიძლება მცდარი ნაბიჯი გადაგადგმევინოთ. განსაკუთრებით ქალი თევზები მოერიდეთ ინტრიგების ხლართვას. ნუ აურევთ ერთმანეთში საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით