18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სიფრთხილე გმართებთ ურთიერთობებში, მგზავრობისას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან. განსაკუთრებულ დაკვირვებას ითხოვს საოჯახო საქმეები.

ტყუპი

სწრაფად გამდიდრების იმედი ნუ გექნებათ. მოერიდეთ გაუთვალისწინებელ რისკს. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა, ჯანმრთელობა. საღამო მეგობრებთან, ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

მიზანმიმართული და ენერგიული ხართ. დასახული მიზნების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. დაკვირვება გმართებთ, რომ პრობლემები არ შეიქნათ. საღამოს საჩუქრებით გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი და ბავშვები.

ლომი

იყავით დიპლომატიური და თვითკრიტიკული. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. ზოგიერთს საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი და საჩუქარი ელის. კარგი დღეა სწავლისა და ურთიერთობისთვის (ონლაინიც).

ქალწული

დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. მათი მხარდაჭერა თქვენთვის მნიშვნელოვანია.

სასწორი

მეტად გამოავლინეთ პროფესიონალიზმი, დიპლომატიურად დაიცავით საკუთარი მოსაზრება. ზოგიერთს უფროსის ჭირვეულობის ატანა მოუწევს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ ან კულტურულ ღონისძიებას დაესწარით.

მორიელი

დილა რთული ვალდებულებების შესრულებას დაუთმეთ. საღამო - საოჯახოს. მშვიდობიანად მოაგვარეთ კონფლიქტური სიტუაცია, დაიწყეთ მკურნალობის კურსი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.

მშვილდოსანი

მეტად გამოავლინეთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობა. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება გარშემო მყოფებს. მოერიდეთ ახლობლების გრძნობებზე "თამაშს".

თხის რქა

ნუ აჩქარდებით და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. დღეს თავსატეხებისა და ამოცანების ამოხსნა მოგიწევთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

მერწყული

ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, ტექნიკასთან. საღამო თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. ეცადეთ, არ შეგიპყროთ პესიმისტურმა აზრებმა.

თევზები

დღეს მოიმატებს კონტაქტების (ონლაინიც), ახლობლებთან ურთიერთობის სურვილი. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით