კვირა, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:01-ზე, მთვარე 07-27-ზე ეწვევა მორიელს
ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
ვერძი
დღეს სამუშაოზე ფოკუსირება ადვილი არ იქნება. დაისვენეთ, ივარჯიშეთ. გაასუფთავეთ თქვენი ბინა უსარგებლო ნივთებისგან.
კურო
განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან ახლობელი ადამიანები. მოუყვეთ თქვენი გეგმების შესახებ და გაუზიაროთ საიდუმლოებები. ბევრი ტკბილი თუ ცხარე არ იქნება კარგი თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ტყუპი
თუ შესაძლებელია, გაატარეთ დღე სახლში მარტო. გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს: ის, რაც გიყვართ, ჰობი, წაიკითხეთ კარგი წიგნი ან გამოიძინეთ.
კირჩხიბი
კარგია პროფესიულ კურსებზე დასწრება ან თუნდაც კარგი დეტექტიური მოთხრობის წაკითხვა. გულახდილად ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს.
ლომი
ვარსკვლავები გვირჩევენ დღე მშვიდ და მოდუნებულ ატმოსფეროში გაატაროთ. მოამზადეთ ახლობლებისთვის გემრიელი სადილი, დაისვენეთ.
ქალწული
ყველა მნიშვნელოვანი საქმე ხვალისთვის გადაიტანეთ და საღამო განმარტოებით გაატარეთ.
სასწორი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, დაისვენეთ. როდესაც დაძაბული სიტუაცია წარმოიქმნება, დააკვირდით მოწინააღმდეგის ემოციებს და გამოიყენეთ ისინი თქვენს სასარგებლოდ.
მორიელი
ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება არასწორი იყოს და დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ნუ დაიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას არ გირჩევთ.
მშვილდოსანი
თუ ემოციებს არ შეიკავებთ, ოჯახური ურთიერთობა დაიძაბება და შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს. განთავისუფლდით მოძველებული ნივთებისა თუ აზრებისგან.
თხის რქა
ახალი პროექტის ან ბიზნესის დაწყება დღეს საკმაოდ რთული იქნება. უმჯობესია, დაისვენოთ და გამოიძინოთ.
მერწყული
დროა მოიცილოთ ყველაფერი ზედმეტი და მოძველებული თქვენი ცხოვრებიდან. ნუ იქნებით გულწრფელი უცნობ ადამიანებთან.
თევზები
რაც შეიძლება ადრე დაასრულეთ საქმეები და საღამო დაუთმეთ დასვენებას და საყვარელ საქმიანობას. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანთან, ეს აღადგენს თქვენს ემოციურ წონასწორობას.