18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს ზოგ სიტუაციაში ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ, ზოგში – დაქვემდებარებულის. კარგია ფიზიკური დატვირთვა, სარემონტო სამუშაოები. მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლების თხოვნას და შეძლებისდაგვარად აასრულეთ ისინი.

ტყუპი

შეხვედრები ემოციურად ჩაივლის. შეიძლება გაგიფუჭდეთ ურთიერთობა მეგობართან, კოლეგესთან, მაგრამ საბოლოოდ ნუ დასცილდებით. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს. ყურადღებით იყავით ფინანსებთან, მოსალოდნელია დანაკლისი.

კირჩხიბი

აუჩქარებლად დაგეგმეთ დღის მნიშვნელოვანი საქმეები და იმუშავეთ. დროდადრო რჩევა კოლეგებსაც ჰკითხეთ. ტრავმული, კონფლიქტური, ემოციური დღეა და მაქსიმალურად შეიკავერთ თავი. აგრეთვე, სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. განსაკუთრებით, თუ საჭეს უზიხართ.

ლომი

ნებისმიერ სიტუაციაში ოქროს შუალედი მოძებნეთ. ქალი–ლომები განსაკუთრებით სენტიმენტალურები იქნებიან. მოერიდეთ აქტიურ ქმედებებს. ეს დღე ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე ზრუნვას დაუთმეთ. საღამო – საოჯახო საქმეებს.

ქალწული

საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების გარდა დღეს გარშემო მყოფებზე ზრუნვაც მოგეთხოვებათ. არავის უთხრათ უარი დახმარებაზე. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრას. მოუარეთ ოთახის ყვავილებს.

სასწორი

დღეს საქმეების სხვებზე გადაბარებას ვერ მოახერხებთ. უფრო მეტიც, ზედმეტი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. მოერიდეთ უფროსთან შეხვედრას. საყვარელ ადამიანს პრეტენზიებს ნუ წაუყენებთ. ამან შეიძლება დიდ უსიამოვნებაში გაგხვიოთ.

მორიელი

არ დაგეგმოთ სერიოზული საქმეები. აკონტროლეთ ემოციები. მუშაობისას იყავით ყურადღებით. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია და კოლეგების მიერ შესრულებული სამუშაო. სასიამოვნო მომენტები მოსალოდნელია იქ, სადაც ამას საერთოდ არ ელით.

მშვილდოსანი

არ გადადოთ მომავლისთვის ის საქმეები, რომელთა დასრულებაც დღესვე შეგიძლიათ. გაფრთხილდით, რათა სხვების მანიპულაციით თავად არ გაეხვიოთ მახეში. ურთიერთობის შესანარჩუნებლად, დროულად გამოასწორეთ შეცდომები. საღამოს სააბაზანო და სამზარეულო მოაწესრიგეთ, მოუარეთ ყვავილებს.

თხის რქა

სამომავლო საქმეებზე ბევრ დროსა და ენერგიას ნუ დახარჯავთ. აქტუალურებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. თქვენმა ფუქსავატობამ შეიძლება ურთიერთობა გაგიფუჭოთ პარტნიორებთან. ყურადღებით იმუშავეთ.

მერწყული

დღე მოულოდნელობებითაა აღსავსე, მაგრამ ისე მოაჩვენეთ ყველას თავი, თითქოს ამის ელოდით, მზად იყავით ამისთვის. მეტად უნდა იაქტიუროთ: შეხვედრები, მნიშვნელოვანი ზარები, ინფორმაციის გადამოწმება, – ეს საქმიანობა თავადაც მოგიტანთ სიამოვნებას. საღამოს აღადგინეთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან, დიდი ხნის უნახავ ახლობლებთან.

თევზები

დაძაბული და ნერვული დღეა. ურთიერთობაში მოიმატებს უნდობლობა, კონფლიქტი. ზოგიერთს შეიძლება განშორებაც მოგიწიოთ. სანერვიულს მოგიმატებენ ოჯახის წევრებიც. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები. მოერიდეთ საყიდლებს. საღამო უმჯობესია შინ გაატაროთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით