კურო
ყურადღება გესაჭიროებათ, როცა საქმე ეხება უცხოეთში გასამგზავრებელი საბუთების მოწესრიგებას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას, სწავლას, სამხედრო კარიერას. ჩაიწერთე თქვენი იდეები დღიურში.
ტყუპი
ნუ იკამათებთ წვრილმანების გამო. მოერიდეთ დაპირისპირებას მეგობრებთან. სათქმელი გარკვევით თქვით; ისე, რომ მინიშნებებით გული არავის ატკინოთ.
კირჩხიბი
დაზოგეთ დრო და ენერგია. ნუ ხართ გაღიზიანებული, ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი ვალდებულებებით. მეუღლესთან, უფროსთან, კლიენტებთან პრობლემები მშვიდად, გააზრებულად მოაგვარეთ.
ლომი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას კოლეგებთან, უცხოელ პარტნიორებთან. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა. საერთაშორისო მოლაპარაკება. დარწმუნდით გარშემო მყოფების ერთგულებაში. ნუ ჩაერთვებით აფერისტულ საქმიანობაში.
ქალწული
დაკვირვებულად იმოქმედეთ და მოერიდეთ დაიფიქრებელ ნათქვამს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან. დღეს აგრესიულად და მკვეთრად განიცდით კრიტიკას. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე.
სასწორი
მშვიდად გაატარეთ დღე. მოერიდეთ უსიამოვნებას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. სხვა დღისთვის გადადეთ კონსულტაცია, მგზავრობა. ნუ გადაიტვირთებით ნურც ემოციურად და ნურც ფიზიკურად.
მორიელი
საქმეებით, შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი და მაქსიმალურად თავშეკავებული გამოთქმებისას. ნუ იკამათებთ წვრილმანების გამო.
მშვილდოსანი
სხვა დღისთვის გადადეთ რომანტიკული შეხვედრები. მოიმატებს კრიტიკა თქვენ მიმართ ფინანსებისა და გაჭიანურებული პროექტების გამო. გულითადი საუბარი პირად ურთიერთობებსა და საქმეზე მხოლოდ ერთგულ ადამიანებთან გმართებთ.
თხის რქა
შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე და ცივი გონებით იმოქმედეთ. არ დაუშვათ შეცდომები დოკუმენტების გაფორმებისას. მოერიდეთ კამათს რემონტის ან საცხოვრებელი მისამართის შეცვლის გამო.
მერწყული
ნუ ეცდებით თქვენი სიმართლის დამტკიცებას, მაინც ვერაფერს მიაღწევთ. გააზრებულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, დოკუმენტების, წერილების შედგენისას.
თევზები
ნუ მოკიდებეთ ხელს რთულ საქმეებს. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ენთუზიაზმს. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. განწყობის ხშირი ცვლილების გამო ნუ დაუპირისპირდებით გარშემო მყოფებს.