ავტორი:

18 ივლისიდან "შავი მთვარე" ტყუპის ზოდიაქოში გადადის, სადაც 2022 წლის 14 აპრილამდე დარჩება - რას უნდა უფრთხილდნენ ამ პერიოდში ზოდიაქოს ნიშნები

18 ივლისიდან "შავი მთვარე" ტყუპის ზოდიაქოში გადადის, სადაც 2022 წლის 14 აპრილამდე დარჩება - რას უნდა უფრთხილდნენ ამ პერიოდში ზოდიაქოს ნიშნები

ასტროლოგი რამაზ გიგაური 18 ივლისიდან მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციებს გვაძლევს:

"შავი მთვარის (ლილიტის) ტყუპის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ (18/07/2021 - 14/04/2022)

შავი მთვარე - კარმულ ასტროლოგიას მიეკუთვნება. ასტრონომიული თვალსაზრისით, ეს არის დედამიწიდან მთვარის ორბიტის ყველაზე შორს მყოფი წერტილი. შავი მთვარე ასტროლოგიური თვალსაზრისით, ფიქტიური პლანეტაა და მისი ასტროლოგიურ პრაქტიკაში გამოყენება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილმა ინგლისელმა ასტროლოგმა სეფარიალმა , იგივე უოლტერ გორი ოლდმა დაიწყო (სეფარიალი საკმაოდ განსწავლული აღმოსავლეთმცოდნე გახლდათ. ის არა მხოლოდ ბრწყინვალე ასტროლოგი და კაბალისტი იყო, არამედ ფლობდა კოპტურ, ასურულ, სანსკრიტულ და ჩინურ ენებსაც).

შავი მთვარე - პირად ჰოროსკოპში ეს არის დაგროვილი ნეგატიური ენერგიის რეალიზაცია (გამოვლენა), გაუცნობიერებელი შიში, ფატალური შეცდომა, ცდუნება, მორალური ფასეულობის განადგურება, ილუზია და ნგრევა. თუ მას მეტემფსიქოზის (რეინკარნაციის) კუთხით განვიხილავთ, ეს არის ის ნეგატიური ენერგია („ცოდვა“), რაც ადამიანმა „წინა ცხოვრებაში“ დააგროვა და „ამ ცხოვრებაში“ ხელს უშლის, „აცდუნებს“, რომ ადამიანმა იგივე მოიქმედოს და იგივე არასწორი გზით იაროს.

როდესაც შავი მთვარე ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს, ცხადია, ამ დროს „იძენს“ იმ ნიშნის თვისებებს, სადაც იმყოფება.

18 ივლისიდან შავი მთვარე კუროს ნიშნიდან ტყუპში გადავა და იქ 2022 წლის 14 აპრილამდე დარჩება.

ტყუპის ნიშანი - პლანეტა მერკურით იმართება, ამიტომ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში შავი მთვარის სიგნიფიკატორი (მმართველი) სწორედ მერკური ხდება. კარმული ნეგატიური ენერგია უპირველესად გამოვლინდება ინფორმაციის და ურთიერთობების კუთხით. მოიმატებს ტყუილის, ინფორმაციის არასწორად გადაცემის ან არასწორად გაგების, ჭორების, ინტრიგების, თაღლითობის და ქურდობის (განსაკუთრებით ინფორმაციის ქურდობის) ალბათობა. არ გამოირიცხება ძველი, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და ამის შედეგად შექმნილი სკანდალი. ყურადღებას ითხოვს ტრანსპორტი (არა საჰაერო), გადაადგილება და ტვირთების გადაზიდვა. მოიმატებს ავტოავარიების ალბათობა. ამიტომ საჭიროა საგზაო წესების მაქსიმალურად დაცვა.

პირად დონეზე, ეს იქნება ინფორმაციის დროულად და ეფექტიანად ვერ დამუშავება, არასწორი პრიორიტეტების დასახვა და ენერგიისა და ყურადღების მიმართვა მეორეხარისხოვანი ინფორმაციისკენ, რასაც შესაძლოა პირველხარისხოვანი ინფორმაციის კარგვა და ვერ გამოყენება მოჰყვეს. ამიტომ საჭიროა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მთავარი - მეორეხარისხოვანისგან.

მოსალოდნელია ურთიერთობების გართულება, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისაც ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე ვხვდებით (არა მშობლები). ეს შესაძლოა იყოს და-ძმები, მეზობლები, ახლო ნათესავები, უახლოესი გარემოცვა. წაიკითხეთ სრულად

"კაცებისთვის ფიასკო ლოგინშიც კი არაა გამორიცხული... მოსალოდნელია საბრძოლო ვითარების გამწვავება კონფლიქტურ ზონებში" - რას წერს ასტროლოგი

გარდაუვალი ცვლილებები და ახალი იდეების რეალიზება - ვისთვის და ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი 9 ივლისამდე პერიოდი?!

ასტროლოგიური პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - რას უმზადებენ ვარსკვლავები ზოდიაქოს ნიშნებს 10 ივლისამდე