18 ივლისი ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 00:23-ზე, მთვარე 15:24-ზე გადაბრძანდება ვერძში
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
ვერძი: ნუ ხართ ყველაფერზე გაღიზიანებული, არ გაართულოთ დამოკიდებულება კოლეგებთან. აკურატულად შეასრულეთ ვალდებულებები. მეტი დრო დაუთმეთ სახლში კომფორტის შექმნას.
კურო: საქმეების მოგვარებისას და მგზავრობისას იყავით ფრთხილი. საქმიანი ურთიერთობა შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს და პირიქით.
ტყუპი: სამსახურში დაკვირვებულად იმოქმედეთ. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მოუწყვეთ რომანტიკული საღამო.
კირჩხიბი: მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. გაეცალეთ ყველაფერს და ყველას, რაც განწყობას გიფუჭებთ. გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ. საღამოს სიურპრიზები გელოდებათ.
ლომი: აუჩქარებლად, დაკვირვებულად იმოქმედეთ. არ გირჩევთ ფიზიკურ აქტიურობას, გადაღლას, ემოციებს აყოლას. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.
ქალწული: მიიქცევთ გარშემო მყოფების ყურადღებას თქვენი საქმიანობით. თანამოაზრეებთან ერთად შეთანხმებულად იმუშავეთ. საღამო დაუთმეთ ბავშვებთან ერთად გართობას.
სასწორი: არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მშობლებთან. მოერიდეთ აგრესიულობას კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. არ გადაიღალოთ გონებრივად.
მორიელი: საქმიანი შეხვედრების, მივლინების დღეა. იყავით დაკვირვებული დეტალებზე მუშაობისას. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და გვიანობამდე იმუშავებთ.
მშვილდოსანი: ფინანსური საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. არ გირჩევთ კამათს გარშემო მყოფებთან. საღამოს მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ.
თხის რქა: მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ, ახალი არაფერი დაიწყოთ. საღამო მათ გვერდით გაატარეთ, ვინც თქვენთვის ძვირფასია.
მერწყული: თქვენი გამარჯვებები სხვებისთვის შეუმჩნეველია და ეცადეთ, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. გქონდეთ კონტაქტი თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან; განსაკუთრებით, თუ მათგან შორს ხართ.
თევზები: შემოქმედებითი იდეების განხორციელების და გადაადგილების დროა. საღამოს მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.