კურო
კარგი დღეა შეხვედრებისა და რომანტიკული პაემნისთვის. აგრეთვე, ოჯახური და საბავშვო დღესასწაულის მოსაწყობად. შეარჩიეთ საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის. დაგეგმეთ საოჯახო დასვენება, მგზავრობა უქმეებზე.
ტყუპი
დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან. ზოგიერთს მისამართის შეცვლა, ოჯახში მატება ელის. ზოგიც რომანს უცხოელთან, სხვა ქალაქში მცხოვრებთან გააბამს.
კირჩხიბი
დაარეგულირეთ ურთიერთობა ბავშვებთან. მეტი დრო დაუთმეთ მათ აღზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ეცადეთ დაუმეგობრდეთ მათ.
ლომი
დღეს მოულოდნელად შეიძლება მხიარულ წვეულებაზე, დღესასწაულზე მოგიწიოთ გამგზავრებამ, მაგრამ არა როგორც საპატიო სტუმარმა, არამედ, როგორც მონაწილემ. ზოგიერთს ფასიანი ჯილდოს მოგება ელის.
ქალწული
საკუთარ სახლში წვეულების გამართას მოერიდეთ, მაგრამ თუ სტუმრად მიგიპატიჟეს, უარი არ თქვათ. გართობა და სასიამოვნო ნაცნობობა გელით.
სასწორი
მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრა პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ. ზოგიერთს მგზავრობა ან საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასვლა ელის.
მორიელი
კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ნივთების შესაძენად; ინტერიერის შესაცვლელად. აგრეთვე, ანტიკვარული მაღაზიების დათვალიერება და ისტორიული ცნობების მოძიება.
მშვილდოსანი
კარგი დღეა პირადი შეხვედრებისთვის; მაგრამ შეიძლება შეფერხებები გქონდეთ კომუნიკაციაში. ეცადეთ. ნებისმიერი საქმიანი შეხვედრა რეალობაში დაგეგმოთ.
თხის რქა
კარგი დღეა ექსპერიმენტებისა და დიაგნოსტირებისთვის. აგრეთვე, დოკუმენტებთან მუშაობისთვის, შეცდომების აღმოსაჩენად და მათ გამოსასწორებლად.
მერწყული
ზედმეტად ემოციური და მგრნობიარე ხართ. მაქსიმალურად მოერიდეთ გრძნობების გამოხატვას. აგრეთვე, ისეთ ადამიანებს, ვისაც გრძნობებზე "თამაში" უყვარს. კარგი დღეა რჩევების მისაცემად, საინტერესო ისტორიების მოსაყოლად.
თევზები
კარგი დღეა მგზავრობისა და დოკუმენტების მოსაგროვებლად. აგრეთვე შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. დღეს ერუდიციისა და ინტელექტის გამოვლენის შანსი მოგეცემათ.