18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

პროექტები კარგ დივიდენდებს მოგიტანთ. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ.

ტყუპი

დილა აქტიურად დაიწყეთ. საქმეების გაფართოება თუ გაქვთ გადაწყვეტილი დღეს მუშაობა მოგიწევთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ნუ გაბუტილები ხართ, რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კირჩხიბი

წარსულში შესრულებული საქმე მატერიალურ კეთილდღეობას და დაწინაურებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან. გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით, გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანი გელოდებათ.

ლომი

ბიზნესის გაფართოების ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, თუ თავად გამოიჩენენ ინიციატივას.

ქალწული

სამსახურში ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. საღამოს სუფთა ჰაერზეც ერთად გაისეირნეთ. დროა, გაასერიოზულოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

სასწორი

სიფრთხილე გმართებთ ახალი საქმეების წამოწყებისას, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. ზოგს ახალი რომანის დაწყება, ზოგს ძველი კავშირს გაწყვეტა ელის.

მორიელი

ახალ საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ ან ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებთ. პირადი ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. საღამო ოჯახის წევრებთნ ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით. თუ რაღაც არ მოგწონთ, ისწავლეთ "არას" თქმა, ხათრიანობა დაგღუპავთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

თხის რქა

მუშაობისას წვრილმანებზე ნუ მოცდებით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთნ. ეცადეთ, ოჯახის წევრებს მეტი კომფორტი შეუქმნათ. დღეს მოერიდეთ ალკოჰოლისა და ყავის სმას.

მერწყული

სამსახურში მიიღებთ იმას (ახალი კონტრაქტი, თანამდებობა, ხელფასის მომატება), რაზეც ოცნებობდით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თევზები

სამსახურში წარმატებული დღე გელით. ოჯახის წევრები ყველა წამოწყებაში დაგეხმარებიან. აკონტროლეთ გამონათქვამები და საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით პრეტენზიული.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით