ივლისის თვე, დანარჩენი თერთმეტი თვისგან საკუთარი კლიმატური მახასიათებლებით გამოირჩევა, იგი ყველაზე თბილი თვეა წელიწადში. ამასთან ერთად, ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 1818 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
18 ივლისს დაბადებული ადამიანები ლიდერულ თვისებებს და მყარ მორალურ პრინციპებს ფლობენ. მათ აქვთ ფსიქოლოგიური ძალა და მაგნეტიზმი, რომლის მეშვეობითაც კარგად ახერხებენ სოციუმზე ზემოქმედებას. ხშირად უყვართ სხვადასხვა დაჯგუფების, კოლექტივის მეთაურობა და მათი სახელით გამოსვლა, რაც შესანიშნავად გამოსდით. მთავარია, მოერიდონ გადამეტებულ კრიტიკას და სიხისტეს, როცა ცდილობენ აუდიტორია დაარწმუნონ საკუთარ სიმართლეში.