18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური, გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და საქმე. ეს დღე უმჯობესია დასვენებას, ენერგიის აღდგენას დაუთმოთ.

ტყუპი

ენერგიული და ენთუზიაზმით აღსავსე ხართ. კარგი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე, ჩამოაყალიბეთ რისი მიღწევა გსურთ და იმოქმედეთ სასურველის მისაღწევად.

კირჩხიბი

მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობა კოლეგებთან. მათთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. უმჯობესია, ეს დღე პირადი საკითხების მოგვარებას დაუთმოთ.

ლომი

დღეს არ გაგიჭირდებათ გარშემო მყოფების ამოცნობა. შეიძლება მათ ფარულ აზრებსაც კი ჩასწვდეთ. რაც შეცდომების დაშვებისგან დაგიცავთ.

ქალწული

თუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, დღეს იღბალი მოგცემთ ასეთ საშუალებას. მოულოდნელად შეიძლება ძველ მეგობარს შეხვდეთ, რომელიც ახალ სამსახურს შემოგთავაზებთ.

სასწორი

ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ სინამდვილეში. ნუ ეცდებით ყველასთვის საუკეთესო იყოთ და ამით საკუთარ პრიორიტეტებზე თქვათ უარი. იბრძოლეთ იმისთვის, რაც თქვენთვის ნამდვილად ღირებულია.

მორიელი

პირად ცხოვრებაში სასიხარულო ცვლილებები გელით. ამაღლებულ და ცოტა ზედაპირულ განწყობაზე იქნებით და ეცადეთ, სერიოზულ საქმეებს ხელი არ მოკიდოთ, ან მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედოთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა საყვარელ ადამინთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. საღამოს შეგიძლიათ სიურპრიზი ან რომანტიკული პაემანი მოუწყოთ.

თხის რქა

დღეს ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ და გარშემო მყოფებს წაუძღვეთ, მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ყველა დაგემორჩილებათ, ეცადეთ, დიპლომატიურად მოაგვაროთ ურთიერთობა ხალხთან და არც საკუთარ მიზნებზე თქვათ უარი.

მერწყული

უამრავი პროექტი დაგიგროვდათ განსახორციელებელი როგორც სამსახურში ასევე, პირად ცხოვრებაში. საქმიანი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ; პირადი - საყვარელ ადამიანთან.

თევზები

დღეს აქტიური უნდა იყოთ. დაფიქრებისა და კონსულტაციების შემდეგ მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩაერთეთ სამსახურის საქმეებში, ოჯახის წევრებთან ერთად დაგეგმეთ ბიუჯეტი.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით