18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

ნუ ეცდებით, იყოთ ორიგინალური. დღის განმავლობაში მოსალოდნელია დაძაბულობა და სიურპრიზები. მანდილოსნები მოერიდეთ მკვეთრ მაკიაჟს და ვულგარულობას ჩაცმულობაში.

ტყუპი

გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. სამოსის ყიდვისას უპირატესობა ხარისხს მიანიჭეთ და არა ბრენდს. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა.

კირჩხიბი

ძველი წყენის, ეჭვიანობის გამო საყვარელ ადამიანს გამო დღეს ნუ წაეჩხუბებით. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები სათანადოდ არ გაფასებენ.

ლომი

ჰობისა და გართობას განსაზღვრული დრო უნდა გამოუყოთ. დღეს უმჯობესია, ვალდებულებები შეასრულოთ. ჩაცმულობაში ლამაზი ფეხსაცმელი და სამოსი პრაქტიკულით ჩაანაცვლეთ.

ქალწული

პირად ცხოვრებაში თავგადასავლებიც გსურთ და სტაბილურობაც. ეცადეთ, წუთიერი სიამოვნების გამო არ დაკარგოთ ღირებული კავშირი.

სასწორი

ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ და მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს. ავანტიურა შეიძლება გაუთვალისწინებლად დასრულდეს.

მორიელი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩით. ზოგიერთს უფროსი ნათესავები გაუწევენ დახმარებას. ვნებები რომ ჩაცხრება, კონსტრუქციული დიალოგი მერე გამართეთ.

მშვილდოსანი

გაუფრთხილდით პირად ნივეთებს. საყიდლებისას უპირატესობა არა მარკას არამედ, ხარისხს მიანიჭეთ. თქვენი სიყვარული მხოლოდ ღირსეულს აჩუქეთ.

თხის რქა

გააზრებულად იმოქმედეთ, ყველაფერს ერთბაშად ვერ შეცვლით. ემოციებს აყოლილმა შეიძლება საქმეებიც გაიფუჭოთ და დამოკიდებულებაც გარშემო მყოფებთან.

მერწყული

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მეტად დაისვენთ, განსაკუთრებით, თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ. დღეს მშობლების რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.

თევზები

გაიმყარეთ არჩეული პოზიცია. ჩამოყალიბდით საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებში. მოერიდეთ ფულის ფლანგავს. შეიძლება საყვარელ ადამიანთან ცოტა ხანს დაშორება და მისთვის, თქვენი ურთიერთობისთვის შორიდან შეხედვა ჯობია.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით