ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 04:41-ზე, მთვარე კუროშია
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
ვერძი
დღეს ყოველდღიური საკითხების მოგვარება პრიორიტეტული გახდება. ღირს დროის გამოყოფა და დაგროვილი საოჯახო საქმეების გაკეთება. ასევე გირჩევთ, იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, დაიცავით ზომიერება კვებაში.
კურო
რასაც არ უნდა აკეთებდეთ დღეს, საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ და დახმარებას გაგიწევენ. თქვენი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ გაძლიერდება, თუ რამეს ერთად გააკეთებთ. ვიცით, რომ გსურთ ახალი პროექტების დაწყება და საინტერესო ამოცანების შესრულება, მაგრამ ცოტა უნდა მოიცადოთ.
ტყუპი
იმისათვის, რომ განვითარდეთ და წინ წახვიდეთ, უნდა მოიშოროთ ყველაფერი ძველი და არასაჭირო. ეს ეხება ბინის დასუფთავებას და პირად ურთიერთობებს. შეზღუდეთ კონტაქტები, რომლებიც არ ვითარდება. მოაწესრიგეთ საქმეები, ფიქრები, ჩამოყალიბდით პრიორიტეტებში. საღამო კარგია ოჯახთან ერთად გასატარებლად.
კირჩხიბი
დღევანდელი დღე შესაფერისია მცირე რუტინული საკითხების მოსაგვარებლად და ჯობია დიდი პროექტები სხვა დროისთვის გადადოთ. ნაცნობი ყოველდღიური სამუშაოს შესრულება დაგამშვიდებთ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ. შეეცადეთ დაფაროთ ვალები და შეასრულოთ ადრე მიცემული დაპირებები.
ლომი
ფინანსური საკითხების მოგვარება დღეს პრიორიტეტული უნდა გახდეს. საღამოს იზრუნეთ შინაგანი ბალანსისი აღდგენაზე: ეს დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში და თქვენი აზრებისა და გეგმების გამარტივებაში.
ქალწული
დღეს დიდი ენერგია არ გაქვთ, ამიტომ გვერდზე გადადეთ რთული საქმეები და დაიწყეთ უკვე დაწყებულის დასრულება. საოჯახო საქმეების კეთება სიმშვიდის პოვნასა და სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
სასწორი
დღეს აირჩიეთ მშვიდი, მსუბუქი სამუშაო და კონცენტრირდით საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაზე. რთული საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ: დღეს მაღალი აქტივობა და გადატვირთულობა უფრო მეტ პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე სიკეთეს. მეტი იარეთ ფეხით.
მორიელი
დღე მშვიდია. უნდა დაიწყოთ დაწყებული საქმეების დასრულება. მოერიდეთ მწვავე დისკუსიას კოლეგებთან. მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. განიხილეთ ყველა მიღებული შეთავაზება, მათ შორის შეიძლება იყოს საკმაოდ მომგებიანიც.
მშვილდოსანი
დღეს სასარგებლოა არსებული საკითხების საფუძვლიანად გააზრება და მათ მოგვარებაზე ზრუნვა. გაუზიარეთ სამომავლო გეგმები პარტნიორებს. არ დაგავიწყდეთ დასვენება, კარგად გამოძინება.
თხის რქა
გადაანაწილეთ დღევანდელი ვალდებულებები და შეასრულეთ ისინი თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით. აჩქარებამ შეიძლება შეცდომები და არასწორი გამოთვლები მოგიტანოთ. საღამო საოჯახო ვალდებულებების შესრულებაში გაატარეთ.
მერწყული
დღე აქტიური და ნაყოფიერია. ბევრი საკითხის მოგვარება მოგიწევთ, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. გარშემო მყოფები თქვენგან მხარდაჭერას მოელიან. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, გაიძლიერეთ იმუნური სისტემა. საღამოს ვარჯიში ან პარკში სეირნობა გაგამხიარულებთ.
თევზები
თუ დაგეგმილი საქმეები ვერ ვითარდება, გადახედეთ გეგმებს და მათი განხორციელების საშუალებებს. ნათესავები თუ მეგობრები სიამოვნებით დაგეხმარებიან. კარგი დღეა შოპინგისთვის. საყიდლები მოგეწონებათ და დიდხანს გაგახარებთ.