კურო
კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ტრენინებზე ჩასაწერად, საჭირო ლიტერატურის შესაძენად და თვითგანათლებისთვის. შეგიძლიათ უცხო ენის შესწავლაც დაიწყოთ.
ტყუპი
სასიამოვნო ნაცნობობა გელით, თუ მარტოხელა ხართ, ურთიერთობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს, ან მეგობრებად დარჩეთ. შეყვარებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეწყვილესთან.
კირჩხიბი
უარი არ თქვათ ჩანაფიქრზე. ყველაზე თამამ იდეასაც განახორციელებთ. სასურველის მისაღწევად ნუ მოერიდებით ავანტიურას. მხარდაჭერას გავლენიანი ახლობლებისგან იგრძნობთ.
ლომი
ყველა საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. უფროსი შეამჩნევს თქვენს მონდომებას, რასაც დაწინაურება ან ხელფასის მომატება მოჰყვება. თუმცა, უცხოებთან თავს ნუ შეიქებთ, მოშურნეებს რა გამოლევს?!.
ქალწული
დაასრულეთ დაწყებული პროექტები და მოემზადეთ უქმეებისთვის. დღის მეორე ნახევარში უფროსთან, ნოტარიუსთან, ჩინოვნიკებთან გელით შეხვედრა. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. საღამოს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში პიკნიკი მოაწყვეთ.
სასწორი
ნუ ყოყმანობთ, გაბეულად იმოქმედეთ. მთვარე თქვენს ნიშანშია და სასურველის მიღწევა არ გაგიჭირდებათ. ამასთანავე, საყვარელი ადამიანის მხარდაჭერით რთულ ვალდებულებებსაც ადვილად გაუმკლავდებით.
მორიელი
დაივიწყეთ: "არ შემიძლია", "არ გამომივა" და ამოქმედდით. მოეშვით წარსულზე ფიქრს. მას უკან ვერ დაიბრუნებთ. მცირედით დაიწყეთ და გამარჯვებას ისე მიუახლოვდებით, ვერც მიხვდებით.
მშვილდოსანი
დღეს სანამ არ გკითხავენ, არავის საქმეში არ ჩაერიოთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ილაპარაკეთ ყველასათვის გასაგებ ენაზე და მაქსიმალურად, ფაქტებზე დაყრდნობით.
თხის რქა
ნუ აჰყვებით პროვოკაციას. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვას - იოგას ან პილატესს.
მერწყული
დღეს იმ პრობლემებს შეეჯახებით, რომლებზეც ადრე თვალს ხუჭავდით. მოთმინებით აღიჭურვეთ და მოაგვარეთ ისინი. დახმარებისთვის ახლობლების შეწუხება ნუ მოგერიდებათ.
თევზები
დილიდან მშვენიერ განწყობაზე იქნებით. გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბეთ და დღეც პოზიტიურად ჩაივლის. სამუშაო დღის ბოლოს საღამოს მეგობრებთან ერთად ივახშმეთ ან საყვარელ ადამიანთან ერთად - რომანტიკულ გარემოში.