18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დატკბით დღევანდელი დღით - სამსახურის საქმეებს მარტივად მოაგვარებთ, პირად ცხოვრებაშიც არ გელით უსიამოვნება. მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ტყუპი

გარშემო მყოფების მხრიდან მეტ კეთილგანწყობასა და დახმარებას დაიმსახურებთ, თუ გაიღიმებთ. მხიარული იყავით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროსაც კი.

კირჩხიბი

კეთილგანწყობილი ხართ გარშემო მყოფების მიმართ, მაგრამ ისე არ მოიქცეთ, რომ მათ ბოროტად ისარგებლონ ამით. საღამოს მეტად დაისვენეთ, შეხვდით მეგობრებს ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ლომი

დღეს ყველაფერი ისე მოხდება, რომ თქვენ მეტად დაისვენოთ, დატკბეთ ცხოვრებით. საქმეებს კოლეგები გააკეთებენ, საყვარელი ადამიანი თქვენს გამხიარულებას შეეცდება.

ქალწული

აკონტროლეთ ფიქრები, მოწყენისა და ნეგატივის უფლება არ მისცეთ საკუთარ თავს. მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ.

სასწორი

თავისუფალი დრო ნათესავებთან ერთად გაატარეთ. საღამო სეირნობასა და ექსკურსიას დაუთმეთ. თუნდაც, ქალაქში. ცუდი ამინდის შემთხვევაში მეგობრებს შინ უმასპინძლეთ.

მორიელი

კოლეგების დახმარებით ნებისმიერ სირთულეს სწრაფად გაუმკლავდებით. მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. საღამოს დაისვენეთ, გამოიძინეთ.

მშვილდოსანი

პოზიტიური დღე გელით. საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო და შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ. გაახალისეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

თხის რქა

მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას, მეტად გამოავლინეთ თქვენი დიზაინერული ნიჭი. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მერწყული

დღეს ნაკლებად იკამათეთ. აკეთეთ თქვენი საქმე და კოლეგებთან საქმეების გარჩევას მოეშვით. დღის მეორე ნახევარი ბუნებაში გაატარეთ, დაისვენეთ და გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

თევზები

კარგი დღეა საზოგადო საქმეების მოსაგვარებლად. უფროსობას თამამად წარუდგინეთ თქვენი იდეები და მოსაზრებები. წარმატება გელით პირად ცხოვრებაშიც, საყვარელი ადამიანი რომანტიკულ ვახშამზე დაგპატიჟებთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით