კურო
თუ არ იზარმაცებთ და ინერვიულებთ, დაგროვილ სამუშაოსაც და დამატებით საქმეებსაც ადვილად გაართმევთ თავს. ეცადეთ, წინასწარ გათვალოთ შედეგები და დანაკარგი მინიმუმამდე დაიყვანოთ.
ტყუპი
დღეს გარშემო მყოფებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ. მაგრამ იმისთვისაც მოემზადეთ, რომ მოშურნეებსაც გაიჩენთ. თქვენი ხალისიანი განწყობა და მეგობრული მხარში დგომა ყველას არ მოეწონება.
კირჩხიბი
თუ მეგობრების სატელეფონო ნომრებს კარგად დაათვალიერებთ, აღმოაჩენთ ადამიანს, რომელიც მატერიალური კრიზისიდან გიხსნით და შეიძლება, მისი დახმარებით შემოსავლის ახალი წყაროც გამოგიჩნდეთ.
ლომი
შეხვდით მეგობრებს, კოლეგებს, უბრალო საუბრის დროსაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოთ. ამიტომ, ყურადღებით იყავით და მეტად იაქტიურეთ.
ქალწული
მოერიდეთ უსიამოვნო საუბარს ხელმძღვანელ პირებთან, კანონის დამცველებთან. ეცადეთ, თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას არ გამოეპასუხოთ და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები.
სასწორი
თუ ახალი და თქვენთვის აქამდე უცნობი სფეროების აღმოჩენის სურვილი გაგიჩნდებათ, ეცადეთ სპეციალისტს მიმართოთ, ვინც სწორ გზაზე დაგაყენებთ.
მორიელი
მოუგვარებელი საქმეებისა და პრობლემების გამო კოლეგებისგან ან საყვარელი ადამიანისგან შენიშვნებს მიიღებთ, მაგრამ კონფლიქტის ნაცვლად, უმჯობესია, სიტუაცია გამოასწოროთ.
მშვილდოსანი
დღეს სამსახურის საქმეებზე წინ პირადი ურთიერთობები უნდა დააყენოთ. მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.
თხის რქა
დროა, მეგობრების სიას გადახედოთ და ის პიროვნებები, რომლებიც პირად და სამსახურის საქმეებში წარმატების მიღწევაში ხელს გიშლიან, სიიდან ამოშალოთ.
მერწყული
დღეს საკუთარ საქმეებზე უკეთესად მეგობრებისა და კოლეგების საქმეებს მოაგვარებთ. აგრეთვე, გავლენიანი ნაცნობების დახმარებით, მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებით.
თევზები
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ სამყაროში. რაც უფრო მეტად გაიხსნებით სასიყვარულო პარტნიორთან, მით მეტად დაგეხმარებათ ის სიძნელეების გადალახვაში და მით უფრო გაგიუმჯობესდებათ ურთიერთდამოკიდებულება.