18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. არაფერი გადადოთ მომავლისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ეს წლის ყველაზე საპასუხისმგებლო კვირაა. ამიტომ, რაღაც უნდა მოიმოქმედოთ, შეცვალოთ.

ტყუპი

მთელ დღეს ფუსფუსში გაატარებთ, მაგრამ შედეგებს ნაკლებად მიიღებთ. მოსალოდნელია მოძრაობა (თანაც, მთვარეც ტყუპშია). გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა, საღამო საინტერესო წიგნს ან ფილმს დაუთმეთ. მიუხედავად იმისა, რომ დღის ამბებით გადაღლილი იქნებით, შთაბეჭდილებებს მაინც მიიღებთ.

კირჩხიბი

იდეებითა და ახალი გეგმებით აღსავსე ხართ, მაგრამ გარშემო თქვენსავით ერთგულად ხალხი გესაჭიროებათ. არ გადადოთ მნიშვნელოვანი მიმოწერა, ზარები. მოერიდეთ კონფლიქტს, ჭორებს.

ლომი

გართობისა და დასვენებისთვის დრო საერთოდ არ დაგრჩებათ. სამსახურში მოიმატებს დატვირთვა. მოერიდეთ ისეთ ხალხს, ვისაც ჭკუის დარიგება, რჩევების მიცემა უყვარს. ძილის წინ აუცილებლად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ქალწული

მოსალოდნელია მწვავე დისკუსიები სამსახურში და ოჯახის წევრებთან. შეიძლება რაღაცაზე უარის თქმამ, რაღაცის დაკარგვამ თქვენს ცხოვრებაში სიახლის შემოტანას შეუწყოს ხელი.

სასწორი

კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით. ყურადღებით იყავით დოკუმენტების გაფორმებისას.

მორიელი

არაფერი დაგეგმოთ, საქმეების შესაბამისად იმოქმედეთ. გაუფრთხილდით ურთიერთობას, ჩხუბით ვერაფერს მიაღწევთ. საერთოდაც, მთელი დღე სიმშვიდე შეინარჩუნეთ. სტრესის ჩაცხრობას საჭმლითა და საყიდლებით ნუ შეეცდებით. გულითადი საუბარი ან საინტერესო წიგნი სხვა ტალღაზე გადაგიყვანთ.

მშვილდოსანი

ახალი იდეებით სავსე ხართ. დეტალები უფროსთან ერთად განიხილეთ და მათი შესრულებას შეუდექით. დარეგულირდება ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ახალგაცნობილებთან ფრთხილად იყავით. საყიდლები ოთხშაბათს ან ხუთშაბათისთვის გადადეთ.

თხის რქა

მეტი ყურადღება მიაქციეთ პროფესიონალების რჩევებს. კარგი დღეა ინტერიერის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ კოლეგებთან და მეგობრებთან საუბარი. მოსალოდნელია სიურპრიზები და რომანტიკული შეხვედრა.

მერწყული

საქმეებში დაიხმარეთ გარშემო მყოფები, კოლეგები. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. შოპინგი და სალონში ვიზიტი სხვა დღისთვის გადადეთ. საღამოს საინტერესო წიგნთან ერთად გაატარეთ.

თევზები

დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. ფორიაქმა შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია. დღეს ახალი პროექტებიც უნდა დაიწყოთ და ძველების მიმდინარეობაც აკონტროლოთ. საღამოს აზარტულ და ექსტრემალურ გასართობებს მოერიდეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით