18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო - მოულოდნელიად უცნაური ადამიანებისადმი გაგიმძაფრდებათ ინტერესი და უფრო მეტიც, მათთან ერთად შეიძლება რამე ახალი პროექტიც კი წამოიწყოთ.

ტყუპი - მშვიდად განიხილეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი სიახლეები. ნაკლები ემოცია და მეტი ინტელექტუალური საქმიანობა გმართებთ. დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

კირჩხიბი - წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების დღეა. ყველაფერს გაუმკლავდებით, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ძალიან ბევრს ნუ იფიქრებთ, შანსს გაუშვებთ ხელიდან.

ლომი - წვრილმანების გამო ნერვიულობა არ ღირს. გამონახავთ საშუალებას, რაც სირთულეების გადალხვას შეგაძლებინებთ. ამასთანავე, თანამოაზრეებიც დაგეხმარებიან.

ქალწული - დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. მსუბუქი საქმეები შეასრულეთ, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, დასვენებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

სასწორი - მოდუნდით და დაფიქრდით, რა უნდა მიიღოთ და რისგან უნდა გათავისუფლდეთ. თუ სწორად გაერკვევით მოტივაციებსა და მიზნებში, პირად ცხოვრებაც გაგიუმჯობესდებათ და კარიერაშიც წარმატებას მიაღწევთ.

მორიელი - ბოლო დროს ახლობელბის დახმარება სულ უფრო ხშირად გჭირდებათ. თუმცა, ისიც უნდა იცოდეთ, ვის მიმართოთ. ნუ დანებდებით ჩამოწერეთ ყველა ის მიზეზი, რაც დაგეხმარებათ განვითარებაში და უსიამოვნების მოგვარებაში.

მშვილდოსანი - გადაღლილი ხართ და დღეს მნიშვნელოვან საქმეებს ნუ შეეჭიდებით. უმჯობესია, დრო მეგობრების, საყვარელი ადამიანის გარემოცვაში გაატაროთ.

თხის რქა - მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. თუ ადრე ახლობლებს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდით, დღეს უნდა გამოასწოროთ სიტუაცია.

მერწყული - მსუბუქი და უდარდელი დღე გელით. იყავით ხალისიანი, არაფერი რთული დღეს არ დაგეგმოთ. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად და მხოლოდ სასიამოვნო ამბები გაიხსენეთ.

თევზები - ემოციურად დატვირთული დღე გელით. შეიძლება ისეთი ამბავი გაიგოთ, რაც დღის გეგმებს შეგიცვლით. მეტი დრო გაატარეთ ნათესავების გვერდით. მათი მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით