18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თუ თავად არ იქნებით კონფლიქტის ინიციატორი კოლეგებთან და ნათესავებთან, შესაძლებელია სხვათა სკანდალის (პოლიტიკური, სოციალური, სამეცნიერო) მომსწრე გახდეთ.

ტყუპი

თუ ასე გააგრძელებთ, ხარჯს ვერ აუხვალთ. თუმცა, შვილების სწავლაში აუცილებლად უნდა დააბანდოთ ფული. გირჩევთ შემოსავლის ახალ წყაროს მოძიებაზე დაიწყოთ ფიქრი.

კირჩხიბი

არ ეცადოთ საკუთარი უპირატესობის სხვებისთვის დამტკიცებას. მშვიდად გაატარეთ ეს დღე და უქმეებისთვის მოემზადეთ.

ლომი

მოსალოდნელია უსიამოვნება უცხოელ პარტნიორებთან. საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველებს მოულოდნელი შეფერხებები გამოუჩნდებათ.

ქალწული

მიუხედავად იმისა, რომ აღარ გჯერათ სასწაულების, დღეს ამაში დარწმუნდებით. გავლენიანი მფარველის წყალობით მდგომარეობას გაიუმჯობესებთ.

სასწორი

სამსახურის საქმეებზე უნდა იყოთ ორიენტირებული. არავის მიაქციოთ ყურადღება და ისე იმოქმედეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. დღეს გარშემო მყოფებისგან მოსალოდნელია შური და სახალხო სკანდალიც კი.

მორიელი

შესაძლებელია საზღვარგარეთიდან მიიღოთ მოწვევა ან აქ აიყვანოთ მოწაფეები. მოგზაურებს, მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს განსაკუთრებით სიფრთხილე მართებთ.

მშვილდოსანი

კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ოჯახის წევრებისა და პარტნიორის ფული ზედმეტად არ გაფლანგოთ. ის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკანდალს ვერ გადაურჩებით.

თხის რქა

მოიმატებს კონკურენცია კოლეგებს, ხოლო დაძაბულობა ნათესავებს შორის. შესაძლებელია, ზოგიერთი საქმე სასამართლოში გახდეს განსახილველი.

მერწყული

დღეს ეიფორია და დაღლილობა ერთმანეთს შეენაცვლება. სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად ნუ დაარღვევთ მორალურ–ეთიკურ ნორმებს. გირჩევთ გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ნერვებს.

თევზები

დღეს მშვიდად გაატარებთ, თუ არ ჩაებმებით ავანტიურაში, თავგადასავალში, კომპიუტერულ თამაშში. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას, ოჯახს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით