18 სექტემბრიდან მერკური სასწორშია: სტატუსი და რეპუტაცია თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

18 სექტემბრიდან მერკური სასწორშია: სტატუსი და რეპუტაცია თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მერკური სასწორის ნიშანში გადასვლა შეასუსტებს კრიტიკულობას, მოსალოდნელია „დარბილდეს“ ურთიერთობები. თუმცა გააქტიურდება საქმიანი კონტაქტები, მნიშვნელოვანი გახდება სიტყვით გამოსვლა, ორატორობა და საერთოდ, სხვა ადამიანთან ვერბალური კავშირი. გარკვეული მიმართულებით შესაძლებელი გახდება კომპრომისზე წასვლა. კარგი პერიოდი დაიწყება დიზაინერებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისი საქმიანობაც ხელოვნებას და სილამაზეს უკავშირდება.

ვერძი

18 სექტემბერს მერკური თქვენი პარტნიორობის სახლში გადავა; თქვენი საქმიანი შეხვედრების, შეკრებების, დისკუსიებისა და მოლაპარაკებების რაოდენობა გაიზრდება. უნდა იყოთ უფრო აქტიური, გამოიჩინოთ ინიციატივა, მოძებნოთ შესაძლებლობები მიზნების მისაღწევად. კარგი იქნება მომგებიანი გარიგებების დადება, შეთანხმებების ან კონტრაქტების შედგენა და ხელმოწერა. ზოგიერთი მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მოიშორებთ ყველაფერს, რაც წარსულთან გაკავშირებთ, ხელს გიშლით განვითარებაში. ამავდროულად, შეიძლება თავი დაუცველად იგრძნოთ, თუ მოვლენები თქვენი სცენარის მიხედვით არ განვითარდება.

წარმატება ელით მათ, ვისი სამუშაოც რეკლამასთან ან ჟურნალისტიკასთანაა დაკავშირებული. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება: შეგიძლიათ იპოვოთ შემოსავლის დამატებითი წყაროები.

კურო

გამოიყენეთ ეს დრო კარიერული ზრდის ან ბიზნესის გაფართოების საკითხების გადასაჭრელად. შეგიძლიათ დადოთ მომგებიანი გარიგებები, მიიღოთ უკეთესი პირობები კონტრაქტებში. იქნება შანსი, გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, დაამყაროთ კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან. საქმიან მოგზაურობა თვის ბოლოსთვის დაგეგმეთ.

გააფართოეთ კავშირები, დაესწარით კონფერენციებს ან პრეზენტაციებს, მონაწილეობა მიიღეთ დისკუსიებში ან საქმიან მოლაპარაკებებში. თქვენს კონსტრუქციულ და უჩვეულო იდეებს თქვენი კოლეგები ინტერესით მიიღებენ. უფრო ხშირად მოგთხოვენ რჩევას, გუნდში რაიმე საკამათო საკითხის გადასაჭრელად. დაგჭირდებათ გრაფიკის მოწესრიგება, ვალდებულებების შესრულება. მკაფიო გეგმა დაგეხმარებათ ყველა თქვენი საქმის ეფექტურად და სწრაფად მოგვარებაში. შეადგინეთ საჭირო შეხვედრებისა და დავალებების სია, ნუ გადაიტანთ ყურადღებას მეორეხარისხოვან საკითხებზე.

ტყუპი

18 სექტემბერს მერკური - თქვენი მმართველი პლანეტა - გადავა თქვენს მე-5 სახლში, რომელიც ასოცირდება შემოქმედებასთან, გრძნობებთან და რომანტიკულ მიჯაჭვულობასთან. ამიტომ, თვის ბოლოს შესაძლოა გამოვლინდეს თქვენი ნიჭი გარკვეულ სფეროში, ან გაჩნდეს ინტერესი ახალი ჰობის მიმართ. შესაფერისი პერიოდია საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად, კავშირების გასაფართოებლად.

კირჩხიბი

18 სექტემბრიდან მეტად იქნებით დაკავებული საოჯახო საქმეებით, რის გამოც სამუშაო საკითხები შეიძლება უკანა პლანზე გადავა. მოგინდებათ კოლეგებთან, როგორც საყვარელ ადამიანებთან, სანდო, ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება, რათა ერთად მუშაობა სასიამოვნო და კომფორტული იყოს. ზოგიერთი უძრავი ქონების, აგარაკების საკითხებს მოაგვარებთ. დაამყარეთ მეგობრული ურთიერთობები იმ ადამიანებთან, რომლებიც სასარგებლოა თქვენი სამსახურისთვის, ბიზნესისთვის. ეს საშუალებას მოგცემთ იოლად მიაღწიოთ მიზნებს.

ლომი

18 სექტემბრიდან მეტი სამუშაო იქნება ინფორმაციასთან. ამ დროისთვის შეიძლება დაგროვდეს ბევრი საბუთი, რომელიც საგანგებო რეჟიმში უნდა გაფორმდეს. იქნება ბევრი კომუნიკაცია, საქმიანი ნაცნობობა, კონტაქტები. უფრო აქტიური იქნებით უფროსთან, კოლეგებთან ურთიერთობაში. იოლად დაამყარებთ კონტაქტებს, გასაგებად გადმოსცემთ ინფორმაციას. ეს კარგი დროა გასაუბრებისთვის, თუ სამსახურს ეძებთ. ძალიან დამაჯერებელი იქნებით. აგრეთვე კარგი დროა გამოსვლების, პრეზენტაციებისა და ტრენინგებისთვის. შესაძლოა, ცვლილებები განიცადოთ აზროვნებაში.

ქალწული

18 სექტემბრის შემდეგ, მერკური - თქვენი მმართველი პლანეტა - გადავა მატერიალური რესურსებისა და ფინანსების სფეროში. პრიორიტეტი უნდა მიანიჭოთ იმ საკითხებს, რომლებიც ეხება დიდ მოგებას და დამატებითი რესურსების შეძენას, როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში. შეძლებთ შემოსავლის ახალი წყაროების პოვნას, მატერიალური კეთილდღეობის განმტკიცებას. მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებები ან შეთანხმებების ხელმოწერა საუკეთესოა სექტემბრის ბოლოს დაგეგმოთ.

სასწორი

18 სექტემბრიდან თქვენთვის ახალ ციკლი დაიწყება - მერკური თქვენს ნიშანში გადმოვა. ამ პერიოდიდან შეგიძლიათ ინტელექტუალური აქტივობის ზრდა იგრძნოთ. უფრო კომუნიკაბელური გახდებით, ეს ხელს შეუწყობს კომუნიკაციის, ნაცნობობის გაზრდას. კარგია დაიწყოთ რაიმე ახალი, დაიწყოთ საქმეები, გაცვალოთ მოსაზრებები და იდეები კოლეგებთან. ზოგიერთმა შეხვედრამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალზე.

უფრო დამაჯერებელი გახდებით და შეძლებთ ბევრის დარწმუნებას თქვენს თვალსაზრისზე. მაგრამ არ დაგავიწყდეთ დასვენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გადაიღალოთ. ზოგჯერ იმდენი ინფორმაცია იქნება, რომ შეიძლება დაიბნეთ, თუ სად უნდა მიმართოთ თქვენი ყურადღება. შესაძლოა, ზოგიერთს გელოდებათ სამსახურში წინსვლა და იმის მიღება, რაც დაიმსახურეთ, ზოგს შეიძლება დაგჭირდეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე ჩარიცხვა.

მორიელი

18 სექტემბრიდან მერკური და 21-დან მზეც გადავა თქვენი მარტოობისა და შეზღუდვების სექტორში. ეს შეიძლება საკმაოდ დაძაბული დრო იყოს. კოლეგებთან და უფროსთან შესაძლებელია კონფლიქტები. ეცადეთ, სამსახურში შეცდომები არ დაუშვათ. მოგიწევთ გადახედოთ დამოკიდებულებას საკუთარი მოვალეობების მიმართ ან დაიწყოთ ახალი სამსახურის ძებნა. თუმცა, ხელსაყრელი დროა იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც შემოქმედებასა და ფრილანსერობას უკავშირდება.

მშვილდოსანი

18 სექტემბრიდან გახშირდება კოლეგებთან და მეგობრებთან კომუნიკაცია, საქმიანი თანამშრომლობა და სამსახურში პერსპექტივები. თვის ბოლოს, გუნდური მუშაობა და ჯგუფური პროექტები უფრო ეფექტური გახდება. ეს დადებითად იმოქმედებს კარიერულ ზრდაზე. შეიძლება დაწინაურდეთ ან უფრო ფართო უფლებამოსილება მიიღოთ.

ფინანსურ სფეროში სტაბილურობა გელით. შესაძლოა, შემოსავლის დამატებითი წყაროები გამოგიჩნდეთ. მატერიალური ზრდა მოსალოდნელია საქმიანი ვიზიტების დროს, მათ შორის უცხოეთში, ასევე უცხოელ ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობისგან. თუ ისწავლით ან გაიუმჯობესებთ კვალიფიკაციას, შეძლებთ ცოდნის გამოყენებას შემოსავლის გასაზრდელად.

თხის რქა

თვის მესამე დეკადაში მერკური და მზე თქვენი კარიერის სახლში იქნებიან. ელოდეთ აღიარებას, დაწინაურებას, ბონუსის მიღებას. ასევე კარგი დროა სამსახურის შესაცვლელად, თუ იქ პირობები უკეთესია. შესაძლოა შეხვედრები გავლენიან ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ დადებითად იმოქმედონ თქვენს პროფესიულ წინსვლაზე. შეგიძლიათ მომგებიანი კონტრაქტების დადება, მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. შეძლებთ ოპონენტების დარწმუნებას საკუთარ სიმართლეში. სტატუსი და რეპუტაცია თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. და მთელი ძალით შეეცდებით მის განმტკიცებას.

მერწყული

შესაძლოა უცხოელებთან თანამშრომლობის პერსპექტივები გამოგიჩნდეთ. ეს დრო ხელსაყრელია ცოდნის, შთაბეჭდილებების მიღებისა და სოციალური წრის გასაფართოებლად. შესაძლოა, დაუბრუნდეთ ბიზნესში შეცდომების გამოსწორებას. თუ კვლევით ან სწავლების სფეროში მუშაობთ, სექტემბრის ბოლოს გელოდებათ თქვენი დამსახურების აღიარებას. პატივისცემა თქვენი პროფესიონალიზმის გამო. ზოგიერთს მივლინება გელოდებათ ან ექსპერტად მიგიწვევენ.

თევზები

მერკური 18 სექტემბერს თქვენი კრიზისებისა და ფინანსების სახლში გადავა. ამ დროიდან, ყველა იმ ურთიერთობამ, რაც თვის პირველ ნახევარში დაამყარეთ, შეიძლება ნაყოფი გამოიღოს. ზოგიერთისთვის ეს ერთობლივი საქმეები იქნება, ზოგისთვის კი - კრიზისი სამსახურში. შესაძლოა, ვინმემ გადაწყვიტოს სამსახურიდან წასვლა. თუ ასე მოხდება, უმჯობესია, თვის ბოლომდე ახალი სამსახურის ძებნა არ დაიწყოთ. ზოგიერთს მეტი მუშაობა მოგიწევთ, გარემოებები სწრაფ რეაგირებას მოითხოვს; უფროსისგან ზეწოლაც არაა გამორიცხული.

თუ თვის მეორე ნახევარში სტრესს გაუძლებთ, მაშინ მოგვიანებით სამსახურში კარგი შედეგის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. უარი თქვით სესხებზე, შესაძლოა, ფინანსებთან დაკავშირებით უთანხმოება იყოს იმ ადამიანთან, ვისთანაც თანამშრომლობთ, მუშაობთ, პარტნიორთან.