18 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

18 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში, დისკუსიისას მყარად დაიცავით საკუთარი პოზიცია.

ტყუპი

დილით მიღებული სასიამოვნო ინფორმაცია არამარტო დღის გეგმებს, არამედ მთელ ცხოვრებას შეგიცვლით. ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.

კირჩხიბი

უმჯობესი იქნება, სამსახურის საქმეები კოლეგებსა გადაუნაწილოთ და თავად პირად ცხოვრებასა და ოჯახის კეთილდღეობაზე იზრუნოთ.

ლომი

მოერიდეთ სარისკო ქმედებებსა და ავანტიურას. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მიმდინარე საქმეების განსახილველად.

ქალწული

ყველასთვის კარგი ვერ იქნებით და დღეს შეიძლება კონფლიქტშიც გაეხვიოთ. მაგრამ უმჯობესია, ღიად დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, ვიდრე სხვების ჭკუაზე იაროთ.

სასწორი

მოერიდეთ საქმიანი საბუთების შედგენას და ხელშეკრულებების გაფორმებას. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

მორიელი

თავგადასავლები და ექსტრემალური გასართობები გაგიტაცებთ. აგრეთვე, დაგაინტერესებთ ეგზოტიკური კერძები. შეიძლება თქვენთვის უჩვეულო, მაგრამ საინტერესო ადამიანების საზოგადოებაში მოხვდეთ.

მშვილდოსანი

გაფრთხილდით, ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომამ შეიძლება მთელი საქმეები თავდაყირა დაგიყენოთ. თუ პრობლემებთან მარტოს გამკლავება გიჭირთ, დახმარება ახლობლებს სთხოვეთ.

თხის რქა

კარგი დღეა გარშემო მყოფებისთვის რაიმეს შესასწავლად, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსასვლელად. ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.

მერწყული

დღეს ყველაფერს მიიღებთ, რაც გსურდათ. უფრო მეტიც, უმაღლეს ინსტანციებშიც კი დააკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნებს.

თევზები

დღეს გარშემო მყოფები (ან საყვარელი ადამიანი) თავიანთი საქციელით სასიამოვნოდ გაგაოცებენ. გულითადად შეაქეთ მათი საქციელი, რათა მომავალშიც სცადონ თქვენი გაოცება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით